სოფელ მუშევანის მოსახლეობას დღეს გაფართოებულ ტესტირებას ჩაუტარებენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, დღეს მოსახლეობას გაფართოებულ ტესტირებას ჩაუტარებენ. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მუშევანში ეპიდემიოლოგების 9 ჯგუფი იმუშავებს და საკვლევ მასალას 500-ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს აუღებენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელი მუშევანი კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი დაწესდა. სოფლის შესასვლელში ბლოკპოსტია მოწყობილი და ადგილზე დაწესებულ შეზღუდვებს სამართალდამცავები აკონტროლებენ.

მუშევანში “კოვიდ19”-ით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით, 56-ია. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 165 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 76 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო:ქვემო ბოლნისში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება იწყება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა