რევაზ ხარაზი - ხელისუფლებამ აჭარაში ერთი მილიარდი ლარი მოიპარა, ეს იყო „ქართულ-ჯიგრულ პონტში"

"ხელისუფლებამ აჭარაში ერთი მილიარდი ლარი მოიპარა, ეს იყო „ქართულ-ჯიგრულ პონტში", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა რევაზ ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა. ხარაზის ინფორმაციით, დასახელებულ 50 პროექტში ხელისუფლების მაღალჩინოსნების კორუფციული გარიგებები იკვეთება.

ხარაზი პროკურატურას საკითხის დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„საუბარია სარფის ნაპირსამაგრ სამუშაოებზე, ქობულეთში სოფელ ზენითის გზის მშენებლობაზე, აჭარაში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობაზე, მახუნცენთის თეატრის მშენებლობასა და სხვა განუხორციელებელ პროექტებზე. ეს არის ივანიშვილის კორუფციული პროექტები აჭარაში და „ჯიგრულ ქართულ პონტში“ მოპარული 1 მილიარდი ლარი. დღეს ქვეყანაში მძიმე კორუფციული მდგომარეობაა, რაც დასტურდება საერთაშორისო კვლევებით და ამ კვლევების მიხედვით კორუფციის ინდექსის ზრდით, რასაც ამყარებს ყოველწლიური სახელმწიფო აუდიტის დასკვნები. ჩვენ, ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ მოსახლეობას, მივაწოდოთ ინფორმაცია აჭარაში მაღალჩინოსნების მიერ კორუფციული გარიგებების და სახელმწიფო პროგრამებიდან მოპარული ერთი მილიარდი ლარის შესახებ. მძიმე მოსასმენია ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების, უმაღლესი თანამდებობის პირის გახარიას პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერებული ცინიკური განცხადება, ის პირდაპირ ახდენს მექრთამეების და კორუფციონერების წახალისებას, კერძოდ, ის საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობას და კორუფციას უწოდებს „ჯიგრულ ქართულ პონტში“ პატივისცემას და ფეხქვეშ თელავს სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხალხთან ერთად, ოქტომბრის თვეში საბოლოოდ გამოუტანს განაჩენს ივანიშვილის კორუმპირებულ და მავნებელ ხელისუფლებას",- აცხადებს რევაზ ხარაზი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა