საზოგადოებრივი მოძრაობა "მე მიყვარს ბათუმის" წევრებმა აჭარის ტელევიზიის შენობასთან პროტესტის ნიშნად კარავი გაშალეს

საზოგადოებრივი მოძრაობა "მე მიყვარს ბათუმის" წევრებმა აჭარის ტელევიზიის შენობასთან პროტესტის ნიშნად კარავი გაშალეს. როგორც მათ განაცხადეს, არხის სამეურვეო საბჭომ დირექტორს გიორგი კოხრეიძეს უნდობლობა უნდა გამოუცხადოს და მისი იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს.

აქციის მონაწილეების თქმით, გიორგი კოხრეიძე თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რადგან “ტელევიზიაში ჟურნალისტების დევნა, გადაცემების შეჩერება და პროგრამულ პრიორიტეტების შეუსრულებლობა ხდება”.

,,მაუწყებელობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო“ უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს ამავე მაუწყებლის დირექტორს, თუ: 1) სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშე დადგება 2) არ შესრულდა მრჩეველთა საბჭოს მიერ ამ კანონის საფუძველზე და მის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები 3) არ შესრულდა ამ კანონის საფუძველზე დამტკიცებული ბიუჯეტი. კოხრეიძემ გამოგონილი მიზეზებით სამსახურიდან გაათავისუფლა და ეთერს ჩამოაშორა არაერთი ჟურნალისტი, რომელიც დირექტორს არ აძლევდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის უფლებას. პროგრამული პრიორიტეტების ნაწილი არც კოხრეიძის დირექტორობამდე სრულებოდა ზედმიწევნით, მაგრამ მისი მოსვლის შემდეგ ითქვა უარი იმ პრიორიტეტებზეც, რომელებიც წინა პერიოდში სრულდებოდა - ამის ნათელი მაგალითია ჟურნალისტური საგამოძიებო ფილმების არარსებობა. ასევე 2020 წლის 26 მარტიდან დირექტორმა შეაჩერა რამდენიმე გადაცემა და მრჩეველთა საბჭოს აცნობა, რომ აღარ ასრულებდა პროგრამულ პრიორიტეტებს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. ბიუჯეტის დამტკიცება პრაქტიკულად არ ხდება: ა) გასულ წელს დირექტორის გადაწყვეტილებით მაუწყებლის ბიუჯეტში 10 მილიონიდან დარჩა 700 000 ლარამდე ნაშთი. ბ) მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში დირექტორს მრჩეველთა საბჭოსთვის არ წარუდგენია.

ჩამოთვლილი მიზეზები საკმარისია იმისათვის, რომ საზოგადოებრვი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადოს დირექტორს. აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმი“ მოვითხოვთ სამეურვეო საბჭომ დღესვე დააყენოს მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი და შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით კოხრეიძე გადააყენოს დაკავებული თანამდებობიდან",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა