ირაკლი კობახიძე - რომან გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყუილის თქმა მოასწრო

რომან გოცირიძის მხრიდან 5 წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვები და ამ 5 წუთში 8 ტყუილის თქმა მოასწრო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრისთვის დასმულ შეკითხვებს.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან დემაგოგიას აქვს ადგილი და მათ პრემიერის მხრიდან საკადრისი პასუხი მიიღეს.

"რომან გოცირიძის მხრიდან 5 წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვები და ამ 5 წუთში მან 8 ტყუილის თქმა მოასწრო. შესაბამისად, ნათელია, რომ დემაგოგიის გარდა აქ არაფერთან არ გვაქვს საქმე. რეგლამენტის თანახმად, პრემიერ - მინისტრი პატივს სცემს პარლამენტს. ის მობრძანდა პარლამენტში და პასუხი გასცა თუნდაც ამ დემაგოგიურ კითხვებს, რომლებიც ტყუილებით იყო გაჯერებული. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიიღეს საკადრისი პასუხი პრემიერის მხრიდან. 8-დან ერთ-ერთი ტყუილი იყო, რომ მოსახლეობას სოციალური დახმარება არ მიუღიაო. პრემიერმა რიცხვების დონეზე ჩამოთვალა, რამდენ ადამიანს აქვს მიღებული სხვადასხვა სახის დახმარება. ასიათასობით ადამიანზეა საუბარი, რომელთაც უკვე ჩაერიცხათ დახმარება. 8-დან ერთ-ერთი ტყუილი ეხებოდა სწორედ ამას," - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ