თორნიკე რიჟვაძე - მნიშვნელოვანია, რომ მოვუფრთხილდეთ მწვანე ზონის სტატუსს ტურისტული სეზონის წინ

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც რეგიონში ტურისტული სეზონის უსაფრთხოების სტანდარტები განიხილეს და ბიზნესის მხარდაჭერის ინიციატივებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მწვანე ზონის სტატუსის შენარჩუნებისა და ტურიზმის ინდუსტრიის მოსალოდნელ პოზიტიური დინამიკაზე ისაუბრა.

,,უნდა დავიცვათ ტურიზმის გახსნისთვის შემუშავებული რეკომენდაციები, რაც არის პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პოზიტიური დინამიკა, რომელიც გვაქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსახლეობასთან ერთად, მოვუფრთხილდეთ მწვანე ზონის სტატუსს ტურისტული სეზონის წინ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღესვე, მთავრობის სხდომაზე, კორონავირუსის გავრცელების გათვალისწინებით, საინვესტიციო გარემოს ხელშესაწყობად დამატებითი ინიციატივები განიხილეს.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მაქსიმალური თანამშრომლობის ფორმატში, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ბიზნესს დავუდგეთ მხარში, ვინაიდან, გამოწვევები, პროაქტიულ ღონისძიებებს მოითხოვს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის ინიციატივა ინვესტორებისთვის 4-თვიანი საშეღავათო ვადის 6 თვემდე გაზრდას ითვალისწინებს. სხდომაზე ასევე იმსჯელეს კანონპროექტის ინიცირებაზე, რომლის მიზანი იქნება ინვესტორებისთვის საბანკო გარანტიის შემცირება, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების არანაკლებ 50 % ის შესრულების შემთხვევაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა