ფოთის საკრებულოს სხდომაზე, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების  საკითხების კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

ფოთში, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს.

ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 18-მა წევრმა მიიღო, აქედან 13-მა დეპუტატმა თორნიკე შონიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხს მხარი დაუჭირა, 5 კი წინააღმდეგი იყო. ოპოზიციამ განმარტება მოითხოვა, თუ რატომ გახდა საჭირო აღნიშნული პოსტიდან თორნიკე შონიას გაშვება და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამუშაო პროცესის გაუმჯობესების მიზნით მიიღეს.

„დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის ერთ-ერთი იყო ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავჯდომარის თორნიკე შონიას თანამდებობიდან გადაყენება. ჩვენ საკრებულოში რაღაც ცვლილებებს ვგეგმავთ. ეს ყველაფერი მიმართული არის იქითკენ, რომ მუშაობის ხარისხი გავაუმჯობესოთ. შეიძლება თანხების დაზოგვაც მოვახერხოთ. როგორც ადრე ვფიქრობდი, ისე ვთვლი ახლაც, რომ კონკურენცია, განსხვავებული აზრი მისაღებია, ჩვენ ამას გაგებით ვხვდებით, თუმცა კოლეგიალურობის, გუნდურობის პრინციპი ჩვენი, უმრავლესობის აზრით მნიშვნელოვანია, რათა საკრებულოს საქმიანობა იყოს ეფექტური. მე ვთვლი, თორნიკე შონიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღეს ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიგვეღო. ჩემი გადმოსახედიდან მთავარი არის, რომ შესაძლებელია გქონდეს შენი პირადი აზრი, მაგრამ შენს პირად სურვილებს, ამბიციებს არ უნდა მისცე საშუალება საქმიანობა შეაფერხოს. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ გავაუმჯობესოთ სამუშაო პროცესი. კიდევ იქნება საკრებულოში ცვლილებები,“- განაცხადა საკრებულოს თავჯდომარე, ბექა ვაჭარაძემ.

თავის მხრივ, თორნიკე შონიასთვის გაურკვეველია, რატომ გახდა კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან მისი გადაყენება საჭირო. მან ფრაქცია ,,ქართული ოცნებაც“ დატოვა.

,,პირველ რიგში იმათ უნდა ჰკითხოთ, ვინც ხელი მოაწერა ჩემი იმპიჩმენტის საკითხს. ფრაქციიდან გავედი. ვიქნები დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეტაპუტატი ჩემი უბნის. ვიქნები ჩემი ხალხის გვერდით. რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ მოსახლეობისთვის. ხალხის ხმა ვიქნები საკრებულოში, როგორც აქამდე. ამ საკითხზე მეტი კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. ისინი ახსნიან უფრო, ვინ გადაწყვიტა ჩემი გადაყენება, მაგრამ ძალიან გაკვირვებული ვარ სიმართლე, რომ გითხრათ,“-განაცხადა თორნიკე შონიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო