დუშეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს მაისის თვის სურსათის მარაგი გადაეცათ

დუშეთის მუნიციპალიტეტის 18 საბავშვო ბაღის 679 აღსაზრდელს, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, მაისის თვის საკვები პროდუქტები გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ა(ა)იპ "სკოლამდელი აღზრდის ცენტრის" თანამშრომლებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, რომელიც გაეცნო პროდუქტების გაცემის პროცესს და საბავშვო ბაღის პერსონალს გაესაუბრა.

„მუნიციპალიტეტის თვრამეტივე საბავშვო ბაღში თითოეულ აღსაზრდელზე 11 სახის პროდუქტისაგან შემდგარი, 52.07 ლარის ღირებულების მქონე სასურსათო პაკეტი (პური, კვერცხი, ტომატი, ზეთი, კარტოფილი, სტაფილო, ვაშლი, ხაჭო მაწონი, ძროხის ხორცი, ქათმის ფილე) დარიგდა, რის შედეგადაც მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ თავად მოუმზადონ სადილი სახლში პატარებს კვების სრულფასოვანი რაციონით. აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა საბავშვო ბაღის ყველა აღსაზრდელს 58.38 ლარის ღირებულების სასურსათო კალათა გადასცა, ხოლო აპრილის თვეში - 56.42 ლარის საკვები პროდუქტი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო