სამეურვეო საბჭოს წევრი - აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არის ტყუილი - მხოლოდ ორი ჟურნალისტია გაშვებული

აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არის ტყუილი და ყველა რედაქცია დამოუკიდებელია, - ასე გამოეხმაურა არხის სამეურვეო საბჭოს წევრი სოსო სტურუა საზოგადოება „მე მიყვარს ბათუმის" აქციას.

როგორც სოსო სტურუამ განაცხადა, ტელევიზიიდან მხოლოდ ორი ჟურნალისტია გაშვებული.

„მხოლოდ ორი თანამშრომელია გაშვებული და ჟურნალისტებს როცა ამბობენ უნდათ, რომ ბევრი წარმოაჩინონ. სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არის ტყუილი და ყველა რედაქცია არის დამოუკიდებელი",- აღნიშნა სოსო სტურუამ.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის" წევრებმა აჭარის ტელევიზიის შენობასთან კარავი გაშალეს.

აქციის ორგანიზატორი ალექსანდრე მილორავა კი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, არხის სამეურვეო საბჭომ დირექტორს გიორგი კოხრეიძეს უნდობლობა უნდა გამოუცხადოს და მისი იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს.

აქციის მონაწილეების თქმით, გიორგი კოხრეიძე თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რადგან „ტელევიზიაში ჟურნალისტების დევნა, გადაცემების შეჩერება და პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა ხდება”.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო