გიორგი გახარია - ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური, საუკეთესო არჩევნები ქვეყანაში

ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური, ამ ქვეყანაში საუკეთესო არჩევნები , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიაპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო 6 თვე იქნება „უკიდურესად რთული ეპიდემიისა და ეკონომიკური გამოწვევების თვალსაზრისით“.

„როდესაც ადამიანები ობიექტური და შინაარსობრივი ოპონირების მაგივრად, იქცევიან ისე, როგორც ინსტიქტებით მართული, ემოციებით, გაბრაზებული, ხელის ქნევით, ყვირილით და შემდგომ ამას ყველაფერს ეძახიან ევროპულ შინაარსობრივ ოპონირებას, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს ის პირობებია, რომელ პირობებშიც მოგვიწევს უახლოესი 6 თვე მუშაობა. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქის სიბრძნეში, დარწმუნებული ვარ მათ თანადგომაში და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერით და მათი გადაწყვეტილებით შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად ხარისხიანი, ბევრად უფრო შინაარსობრივი და ბევრად უფრო კომპეტენტური“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა