ალექსანდრე მოწერელიამ CPMR -ის ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

დღეს ,,პერიფერიული საზღვაო რეგიონების კონფერენციის“ (,,CPMR“) ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის დისტანციური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელიაც მონაწილეობდა. შეხვედრას სამუშაო ჯგუფის დირექტორი ბრუნო ოლივერი ხელმძღვანელობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე პანდემიის პირობებში ტრანსპორტის აღდგენის საკითხები განიხილეს და მიმოიხილეს ,,COVID-19"-ის გავლენა ეკონომიკაზე, კონკრეტულად კი ტურიზმის და ტრანსპორტის სფეროებზე.

მათივე ცნობით, ონლაინ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეგიონების პორტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს და საზღვაო ტრანსპორტით დაინტერესებული მხარეების პრეზენტაციები გაიმართა.

„ორგანიზაციის წევრი რეგიონების ხელმძღვანელებმა განიხილეს ტვირთების გადაზიდვის, ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის და ტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხები. საუბარი შეეხო CPMR -ის ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის განახლებულ რეგულაციებს, პორტებზე ძირითადი ქსელის დაშვების და TEN-T რუქაზე ცვლილებების საკითხებს. ონლაინ კონფერენციის ბოლო ნაწილი კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი CPMR -ის (Conference of peripheral maritime regions) წევრი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა. CPMR წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს. CPMR მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას.

სამეგრელო-ზემო სვანეთი CPMR -ის პოლიტიკური ბიუროს სრულუფლებიანი წევრია. რეგიონის წარმომადგენლობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შეხვედრებში. წევრ რეგიონებს ასევე უფლება აქვთ გაწევრიანდნენ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს