ფოთში კორონავირუსზე 56 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან

ფოთში, კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევა 56 პირს ჩაუტარდა.საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, მათ შორის 4 საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია, დანარჩენები კი მებაჟეები არიან.

მათივე ცნობით, ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

,,ფოთში დღეს 52 მებაჟესა და 4 მძღოლს ჩაუტარდა კვლევა. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ“ კვლევისთვის უკვე გაიგზავნა. შედეგები ხვალ გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა