სახელმწიფო აუდიტი - ბათუმის მერიის მიერ არ ხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების შეჩერება, რიგ შემთხვევებში, ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა

ბათუმის მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არ ხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების შეჩერება, რიგ შემთხვევებში, ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა , - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბათუმის მერიის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის საქმიანობის 2016−2018 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა .

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:

"მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არ ხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო (უნებართვო) მშენებლობების შეჩერება და აღმოფხვრა, ხოლო რიგ შემთხვევებში, ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა. მერიამ არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მიწის ნაკვეთზე მზიდი კონსტრუქციებით უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე. ამასთანავე, სხვადასხვა პირის მიერ კვლავ გრძელდება უნებართოდ აშენებული შენობებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკავება და სარგებლობა, რაც შესაძლოა მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არამართლზომიერ ქმედებებთან იყოს დაკავშირებული", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის შესახებ მიღებული დადგენილება ურთიერთშეუსაბამო ნორმებს შეიცავს, რომელთა გამოყენებითაც ბიუჯეტმა დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, რაც შესაძლოა კერძო სუბიექტების ინტერესების სასარგებლოდ არამართლზომიერ ქმედებებთან იყოს დაკავშირებული.

"ამასთანავე, ქალაქ ბათუმის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის ზუსტ დაანგარიშებას, დროულ გადახდას და სათანადო აღრიცხვას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბათუმში ერთსა და იმავე ტერიტორიულ ზონაში, სადაც დადგენილი მიწის ნორმატიული ფასი საერთოა და სადაც ბოლო წლებში ბათუმში მრავალსართულიანი შენობების მშენებლობისადმი ინტერესი მაღალია, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზრდისათვის არ იყო განსაზღვრული მოსაკრებელი, რომლის არსებობის შემთხვევაში, ბიუჯეტს ექნებოდა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

როგორც სახელმწიფო აუდიტი მიუთითებს, ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება განხორციელებულია არაერთგვაროვანი მიდგომით, კანონით დადგენილი ვადების დარღვევით, რაც წარმოშობს მაძიებელთა მოთხოვნის სუბიექტური განხილვის და არამართლზომიერი ქმედების რისკებს.

უწყებების მიმართ აუდიტის სამსახურისგან შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა