ზაალ უდუმაშვილი დუშეთის რაიონის სოფელ ყვავილსა და მეზვრიაანთკარში მოსახლეობას შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი დუშეთის რაიონის სოფელ ყვავილსა და მეზვრიაანთკარში იმყოფებოდა, სადაც პანდემიის შემდგომი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული პრობლემები მოისმინა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, “სხვა უამრავი ოჯახის მსგავსად, აქაც მთავარ პრობლემას მთავრობის მიერ დაპირებული დახმარების პროგრამის მიღმა დარჩენა წარმოადგენს”.

„უდუმაშვილმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, არ გაწიროს შიმშილისთვის თანამოქალაქეები და „ნაციონალური მოძრაობის” მიერ შეთავაზებული ანტიკრიზისული გეგმა გაითვალისწინოს, რომელიც 18-წლამდე პირებისთვის 500-ლარიან, ხოლო 18 წელს მაღლა მოქალაქეებისთვის 1000-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს