ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში,  6 წლის ბავშვი ძლიერი დამწვრობით გადმოიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, დამწვრობის ცენტრში 6 წლის ბავშვი ძლიერი დამწვრობით მოათავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ბავშვს დამწვრობა ადუღებული წყლით აქვს მიღებული და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისივე თქმით, „ბავშვის სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებენ, თუმცა, დიაგნოზი საკმაოდ სერიოზულია“.

“ბავშვი ამ წუთას მოთავსებულია დამწვრობის რეანიმაციის განყოფილებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს. ჩვენი ინფორმაციით, ადუღებული წყლით არის დამწვარი, მას დამწვარი აქვს ქვემო კიდურების უკანა ზედაპირები, გადმოყვანილია საგანგებო სიტუაციების რეანომობილით“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა