SpaceX-მა და NASA-მ ისტორიაში პირველად კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი გაუშვეს

SpaceX -მა და NASA-მ კოსმოსში ისტორიაში პირველად კერძო ხომალდი Crew Dragon-ი გაუშვეს. ისტორიული გაშვება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ხომალდში ასტრონავტები ბობ ბენკენი და დუგ ჰარლი სხედან. გაფრენა წარმატებით განხორციელდა.

როგორც SpaceX - ის ინჟინერმა ლორენ ლაიონმა განაცხადა, გაფრენამ შესანიშნავად ჩაიარა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტით გაემგზავრნენ. 2011 წლის შემდეგ აშშ-ის მიწიდან ასტრონავტები პირველად გაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ ასტრონავტების გაშვება 28 მაისს იგეგმებოდა, თუმცა უამინდობის გამო, გადაიდო.

იხილეთ ვიდეო:SpaceX-მა და NASA-მ ისტორიაში პირველად კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი გაუშვეს

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა