ბელგიის პრინცს, რომელიც ესპანეთში წვეულებას დაესწრო, კორონავირუსი დაუდასტურდა

ბელგიის პრინცს, რომელიც ესპანეთში გამართულ ერთ-ერთ წვეულებას დაესწრო, კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიის სამეფო სასახლე ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრინცს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

ბელგიის სამეფო სასახლის ცნობით, მეფე ფილიპეს ძმისშვილი, 28 წლის პრინცი ხოაკიმი, ბელგიიდან ესპანეთში 26 მაისს ჩავიდა, ორი დღის შემდეგ ქალაქ კორდობაში გამართულ წვეულებას დაესწრო, რის შემდეგაც მას „კოვიდ 19“ დაუდასტურდა.

ესპანეთის მედიის ცნობით, წვეულებას სულ 27 ადამიანი ესწრებოდა და ყველა მათგანი კარანტინშია გადაყვანილი.

ესპანელმა სამართალდამცავებმა საქმეზე გამოძიება დაიწყეს.

ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში ქალაქ კორდობაში 15 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ პირებმა, რომლებიც წვეულებას დაესწრნენ, შეკრების წესი დაარღვიეს, მათ 10 000 ევრომდე ოდენობის თანხით დაჯარიმება ემუქრებათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა