შიდა ქართლის გუბერნატორი - რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

კორონავირუსული ინფექციის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები , - ეს განცხადება მხარის რწმუნებულმა გიგი ხოჯევანიშვილმა მიმდინარე პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ გააკეთა.

გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარე ციხე-გალავნის რეაბილიტაცია, სადაც დაგეგმილია კომპლექსის სრულად აღდგენა, ასევე, საგამოფენო დარბაზის, საოფისე სივრცის, საინფორმაციო ცენტრისა და ამფითეატრის მოწყობა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს შიდა ქართლის რწმუნებული გიგი ხოჯევანიშვილი და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი მეზურნიშვილთან და სპეციალისტებთან ერთად გაეცნო.

,,რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის რამდენიმე პროექტი ხორციელდება, ერთ-ერთი გახლავთ კასპის მუნიციპალიტეტი, სადაც სოფელ ახალქალაქში უკვე დაიწყო ისტორიული ციხე-გალავნის რეაბილიტაციის და ტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება, წლის ბოლომდე დასრულდება და რეგიონს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლი შეემატება“, - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა