ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში აღებული 574 ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგად, კოვიდინფექცია 17-ს დაუდგინდა. ამასთან ერთად 14 საკვლევი მასალა ქალაქ ბოლნისში იქნა აღებული და კორონავირუსი ერთ პირს დაუდგინდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, 29 მაისს მუშევანიდან ლუგარის ლაბორატორიაში 574 საკვლევი მასალა გადაიგზავნა, ქალაქ ბოლნისიდან კი 14. სულ 18 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 17 მუშევანში, ერთი კი ბოლნისის ე.წ სასწრაფო-სამედიცინო კლასტერს მიეკუთვნება და ბრიგადის მძღოლია.

ამ დროისათვის მუშევანში 73 კოვიდინფიცირების ფაქტია. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი ჯამში 183 ინფიცირებულია, მათგან 83 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს