საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 5-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 5-ით გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სულ 605-ს შეადგენს.

„დაგვემატა 26 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ახლა გვყავს 783 დადასტრებული შემთხვევა. განკურნებულებს დაემატა ჯერჯერობით მხოლოდ 5, იყო 600 და 605 გახდა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 166 პაციენტი.მიუხედავად დადასტურებული შემთხვევების მატებისა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მაინც 77%-ზე მეტია, ჯერჯერობით უპირატესობა გვაქვს.

26 შემთხვევიდან 18 არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანი. მინდა, განგიმარტოთ აღნიშნული 18 შემთხვევა - იცით, რომ ამ სოფელში კვლევა მუდმივად წარმოებს. კვლევის დროს დადასტურებული შემთხვევის დროს პაციენტების იზოლაცია და სტაციონარში მოთავსება ხდება, მაგრამ მათი კონტაქტების კვლევა გრძელდება.კონტაქტების კვლევისთვის საკმარისი არ არის ერთჯერადად მიღებული უარყოფითი პასუხი, აუცილებელია ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას, მეთოთხმეტე დღისთვის კვლავ დაიტესტონ ისინი და ასეთი პაციენტები შემოგვემატნენ, როდესაც ბოლნისის წყაროდან მატებაზეა საუბარი. 10-14 დღის განმავლობაში, ერთ-ორი დღე მომატებული ციფრი გვაქვს და შემდგომში ეს ციფრები ყოველთვის ეცემა. იმედია, ყოველი მეთოთხმეტე დღე ასეთი აღარ გვექნება და მუშევანში შემთხვევები დასრულდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება სოფელ მუშევანიდან დადასტურებული შემთხვევების გარდა კიდევ 8 ინფიცირებულს, როგორც ეზუგბაია განმარტავს, მათგან 4საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო 4 ე.წ საბურთალოს კლასტერს უკავშირდება.

„დანარჩენი 8 შემთხვევიდან, 4 არის საკარანტინო სივრციდან და 4 არის დადასტურებული შემთხვევასთან ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად მიღებული. იცით, ახლა სულ „საბურთალოს კლასტერზე“ რომ საუბრობთ. 4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ იყო „საბურთალოს კლასტერი“, მაგრამ ამაზე აქცენტირება არ ხდებოდა. ამიტომ, მე ამაზე აქცენტირებას არ გავაკეთებ. საბურთალოს წყაროდან მოძიებული პაციენტის კონტაქტი არის მხოლოდ 4“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა