ქუთაისის ბაღებში აღსაზრდელთათვის პროდუქტების დარიგების მესამე ეტაპი დაიწყო

ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის პროდუქტების დარიგების მესამე ეტაპი დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა, ბავშვების კვებისთვის განსაზღვრული პროდუქტი მათ ეტაპობრივად ურიგდებათ.
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი პროდუქტის გაცემის პროცესს #8 და #13 ბაგა-ბაღში დაესწრო.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალის 8500-მდე აღსაზრდელმა სასურსათო ამანათები მიიღო.

























