ამირან გამყრელიძე - სამედიცინო პერსონალი თვეში ორჯერ უნდა იტესტებოდეს, რაც თავიდან დავიცავით, შემდეგ სამედიცინო დაწესებულებები მოეშვნენ-გთხოვთ, შევასრულოთ ეს ბრძანება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სამედიცინო დაწესებულებებს მოუწოდებს, პერსონალს პროტოკოლის წესების დაცვით, ყოველ ორ კვირაში ტესტირება ჩაუტარონ.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, თავდაპირველად სამედიცინო დაწესებულებები ტესტირებებს პროტოკოლის დაცვით ატარებდნენ, თუმცა, "შემდეგ მოეშვნენ".

ამასთან, „ფეისბუკლაივის“ დროს გამყრელიძემ მოსახლეობასაც მიმართა, რომ კორონავირუსის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ.

„მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო პერსონალი ვართ ერთ-ერთი ყველაზე მაღლი რისკის პერსონალი და გავრცელების ერთ-ერთი წყარო. დაინფიცირებულთა 10-დან 20%-მდე მსოფლიოში სამედიცინო პერსონალზე მოდის. ამიტომ დღეს მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულია, რომ სამედიცინო პერსონალი - კოვიდის კლინიკების, ცხელების კლინიკების და სხვა დიდი სამედიცინო ჰოსპიტლების, ე.წ. ემერჯენსის, გადაუდებელი დახმარების, საოპერაციოების, რეანიმატოლოგები უნდა იტესტებოდნენ თვეში ორჯერ, ყოველ 14 დღეში ერთხელ. პირველად ჩვენ ეს დავიცავით, შემდეგ უკვე მოეშვნენ სამედიცინო დაწესებულებები. გუშინ ცირკულარი დაიგზავნა ჩვენგან და კიდევ ერთხელ მოგმართავთ, რომ გთხოვთ, შევასრულოთ ეს ბრძანება. ასევე, ამ ბრძანებაში გათვალისწინებული სხვა მაღალი რისკის ჯგუფები, რომლებიც პერიოდულობით უნდა იტესტებოდნენ, რათა დროულად აღმოვაჩინოთ თუ სადმე სიმპტომით ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს დაავადება. ასევე ვთხოვ ყველა მოსახლეს, ჩვენს საზოგადოებას, რომ ტემპერატურის, ხველის, სურდოს, სუნთქვის გაძნელების, ქოშინის შემთხვევაში აუცილებლად მივმართოთ ცხელების ცენტრებს და სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც სწრაფად გამოგიკვლევენ და ჩაგიტარებენ ტესტირებას, რათა არ გამოგვეპაროს არც ერთი შემთხვევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა