ამირან გამყრელიძე - კახეთში კორონავირუსის ინფექციის წყარო არ არის, ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც რუსეთიდან შემოვიდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კახეთში კორონავირუსის ინფექციის წყარო არ არის, ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პირი რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, წარმოშობით არის კახეთიდან.

„კახეთში არ დადასტურებულა, არის კახეთიდან წარმოშობით ადამიანი, რომელსაც საკარანტინე სივრცეში მყოფ ადამიანთან კონტაქტით, რუსეთიდან შემოსვლისას, დაუდასტურდა ვირუსი. კახეთში ინფექციის წყარო არ არის. წინასწარი ინფორმაციით, ის გახლავთ ტრაილერის მძღოლი, რომელიც შემოსულია ჩრდილოეთი მეზობლიდან. მიმდინარეობს კვლევა, ადამიანს დაუდასტურდა კარანტინში და მისი კონტაქტია ეს ადამიანი“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა