ანონსი 1 ივნისი

1 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

1 ივნისს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

1 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელის, ღასან ხალილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ახალი ცხელი ხაზის წარდგენა, რომელიც „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში მომზადდა

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

1 ივნისს, 11:00 საათზე ,,პრაიმტაიმის" პრესკლუბში ინგა ზეიკიძე და ირაკლი დუმბაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: "დავით ზეიკიძის და ყოფილი გენერალური პროკურორის არჩილ კბილაშვილის მიერ, 90-იანი წლების მეთოდებით ბიზნესის წართმევისა და ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ ქონების კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უკანონო ზემოქმედების მცდელობა".

პრესკონფერენციას დაესწრებიან დავით ზეიკიძის ქალიშვილი ინგა ზეიკიძე, ირაკლი დუმბაძე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი.

მის: ი.მოსაშვილის 24, მე-5 სართ.

1 ივნისს, 11:00 საათზე, "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე, ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის ტერიტორიას დაათვალიერებს და განცხადებას გააკეთებს.

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია-555 602 634

1 ივნიისს, 11:00 საათზე, თსუ-ს სტუდენტები ზუმ-აქციას გამართავენ.

თემა: სტუდენტების პოზიცია პარლამენტის კავკასიისა და დიასპორის საკითხთა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაუქმებასთან დაკავშირებით. https://us02web.zoom.us/j/2818887819?pwd=eGZlUm1JMUtuMndQajBuTi8vaThVQT09

1 ივნისს, 11:30 საათზე, პარლამენტის წევრი, გია ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს.პარლამენტი B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ).

1 ივნისს, 12:00 საათზე, „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე და მოძრაობის წევრები თბილისის ზღვაზე აქციას მართავენ - #სიცოცხლისთვის.

მის. თბილისის ზღვა, თემქის ასასვლელიდან მარცხნივ. ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია

საკონ: 599437403

1 ივნისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სახელოვნებო სასწავლებლების პრობლემები. პოსტპანდემიურ პერიოდში სახელოვნებო უმაღლესების სტუდენტების დაფინასნების წესის შეცვლის მნიშვნელობა - რეკომენდაციები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

1 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

1 ივნისს, 15:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

1 ივნისს, 20:30 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე საბურთალოზე, N 52 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ, ახლად რეაბილიტირებულ სკვერს დაათვალიერებს.

საკონტაქტო: ნათია რთველიაშვილი 595335040

მის: ყაზბეგის გამზირზე, N 52 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო