მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან 8 “საბურთალოს კლასტერს” უკავშირდება, 3 კი მარნეულის სოფელ მარეთს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევიდან 8 “საბურთალოს კლასტერს” უკავშირდება, 3 კი მარნეულის სოფელ მარეთიდან არის. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში 6 ახალი პაციენტი მოთავსდა.

„დღეს გვაქვს 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული 19-ით გაიზარდა, 78.5%-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებულია, ამ ეტაპზე 158 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს კლინიკებში. 11-დან 8 საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, 3 კი მარნეულის მუნიპილატიტეს სოფელ მარეთიდან არის. ახალი კლასტერი არ გვაქვს. ჩვენს ცენტრში 54 კოვიდდადასტურებული მკურნალობს, ჩვენ მივიღეთ გუშინ 6 ახალი პაციენტი, ეს იყო მარნეულის სოფელი მარეთიდან და დანარჩენი ბოლნისის წინა დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან. კვლავ 3 მძიმე პნევმონიით პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა გაუმჯობესებულია კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, მაგრამ მაინც დღეს ველოდებით რადიოლოგიური კვლევის შედეგს, თუ რადიოლოგიური კვლევის მონაცემებითაც აღინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათთან მკვეთრი გაუმჯობესება გვექნება და მძიმე პაციენტების სიიდან ამოვიღებთ. სხვა პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, ძირითადად საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები არიან. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, რუტინული კვლევებით, ახალი ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმით ფასდება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან 8 “საბურთალოს კლასტერს” უკავშირდება, 3 კი მარნეულის სოფელ მარეთს - მარინა ეზუგბაია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა