გია ჟორჟოლიანი მცხეთის მერიას მოუწოდებს, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებული გარემოვაჭრეების მიმართ მიდგომა შეცვალოს

პარტია „სოციალ - დემოკრატების" თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი მცხეთის მერიას მოუწოდებს, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებული გარემოვაჭრეების მიმართ მიდგომა შეცვალოს, რომლებიც მერიის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივლისიდან, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში შეძლებდნენ ვაჭრობას.

როგორც დეპუტატმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ თუ ამ ადგილზე ვაჭრობა გაგრძელდება იუნესკოს სიიდან მცხეთას ამოშლიან.

ჟორჟოლიანის თქმით, პანდემიის პირობებში, როდესაც ადამიანების უმრავლესობა დარჩა შემოსავლების გარეშე, თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერა.

„ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ მცხეთის მერია ხელს უშლის მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო 30 წელია არსებულ გარევაჭრობას სადაც 100-მდე ადამიანია დასაქმებული.

პანდემიიდან გამომდინარე ვაჭრობა შეჩერდა და უნდა განახლდეს მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს.

20 მაისს მოვაჭრეებს დაუკავშირდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი და ამცნო, რომ მოვაჭრეები 1-ელი ივლისიდან მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში შეძლებდნენ ვაჭრობას. ერთი თვის შემდეგ სავაჭრო დახლები უნდა დაშალონ.

მიზეზი კი არის თითქოსდა თუ ამ ადგილზე ვაჭრობა გაგრძელდება, იუნესკოს სიიდან ამოშლიან მცხეთას.

ალტერნატიული ადგილის მოთხოვნის შემდეგ მერიიდან მიიღეს პასუხი, რომ ადგილი გადაეცემოდათ ძველი თეატრის შენობაში. თეატრის შენობა არის ქალაქიდან მოშორებული, რაც პრაქტიკულად ამ ადამიანებისთვის უაზროს ხდის საქმიანობას.

მოვაჭრეები გაურკვევლობაში არიან, მათ აქვთ კითხვა: სად წავიდნენ, რით არჩინონ ოჯახები, როგორ გადაიხადონ საბანკო ფინანსური ვალდებულებები", განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა