ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში ხანძრის შედეგად შაინიძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სახლში რვა ადამიანი ცხოვრობდა, აქედან ოთხი მცირეწლოვანია.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ხულოს მერიის ინფორმაციით, შექმნილი სპეციალური კომისია დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას შეისწავლის და შემდეგ გაეწევათ შესაბამისი დახმარება.