ლაგოდეხში მოსახლეობამ აქცია გამართა და ცენტრალური გზა გადაკეტა

ლაგოდეხში მოსახლეობამ აქცია გამართა და ცენტრალური გზა გადაკეტა

ლაგოდეხში მოსახლეობამ აქცია გამართა და ცენტრალური გზა გადაკეტა. ადგილობრივებმა სასმელ წყალზე მრიცხველების ჩვენებით გადახდა გააპროტესტეს. ასევე, მათი განცხადებით, წყალი, რომელიც ონკანებში მოედინება, სასმელად არ არის ვარგისი.

"ფაქტობრივად, წყალი არ გვაქვს, დაბინძურებული და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. ასევე ვითხოვთ, წყლის საფასური სულადობის მიხედვით გადაგვახდევინონ, როგორც აქამდე იყო - თითო ადამიანზე 50 თეთრი. მრიცხველის ჩართვის შემთხვევაში გადასახადი 1 ტონა წყალზე 42 თეთრი იქნება, რასაც ვერ გადავიხდით, ვერ შევძლებთ," - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მოსახლეობის მოთხოვნებს ადგილზე გაეცნო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი.

ცნობისთვის, ლაგოდეხში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გუშინაც გამართეს.