არჩილ თალაკვაძე - წესების ისეთ პაკეტს  შევიმუშავებთ, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, ამავე დროს, კამპანიას და არჩევნების დღეს გახდის ბევრად დაცულს ვირუსის გადადების თვალსაზრისით

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს უსაფრთხოების იმ აუცილებელ წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას იქნება შესასრულებელი, როგორც საარჩევნო კამპანიის წარმოებისას, ასევე არჩევნების დღეს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება წესების ისეთ პაკეტს შეიმუშავებს, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, მაგრამ კამპანიასა და არჩევნების დღეს ბევრად უფრო დაცულს გახდის.

„მოგეხსენებათ, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ახდენს გარკვეულწილად გავლენას საარჩევნო პროცესზე, ამიტომ ხელისუფლება, უკვე მუშაობს უსაფრთხოების იმ აუცილებელ წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება შესასრულებელი, იქნება სავალდებულო და იქნება რეკომენდირებული. ეს შეეხება როგორც საარჩევნო კამპანიას, ასევე შეეხება არჩევნების დღეს და ჩვენ ვმუშაობთ ისეთ ცვლილებებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, იქნება წინასწარ ცნობილი ოპოზიციისთვის, პოლიტიკური ჯგუფებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად შევიმუშავებთ წესების ისეთ პაკეტს, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, არ შეუზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს კამპანიის ჩატარებას, მაგრამ ამავე დროს, კამპანიასა და არჩვენების დღეს გახდის ბევრად უფრო დაცულს ვირუსის გადადების თვალსაზრისით. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციებიც და ეს არის ის, რაზეც ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო