სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ონლაინ სასწავლო პროცესს მორგებულ პროგრამებს გაეცნო

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ონლაინ სასწავლო პროცესს მორგებულ პროგრამებს გაეცნო

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის პედაგოგებს დისტანციური სწავლების კუთხით გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ბესიკ ამირანაშვილი ონლაინ სასწავლო პროცესს მორგებულ პროგრამებს გაეცნო, რაც ყოველდღიურ რეჟიმში ვიდეო გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადებას ითვალისწინებს.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი არ გადავადებულიყო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლება განხორციელდა.

სამინისტრომ დროულად მიიღო ზომები, რათა სასწავლო წლის სემესტრი არ ჩავარდნილიყო და როგორც ქართულენოვან, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებს დისტანციურად მიეღოთ განათლება.

გამოწვევას ღირსეულად უპასუხეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სასწავლო დაწესებულებებმა და მოსწავლეებს ყოველდღიურად დისტანციური გაკვეთილები უტარდებათ.

ასევ, რეგიონის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება განათლების სამინისტროსა და პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებს ტელეგაკვეთილები უტარდებათ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.