ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში შეხვედრა გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში შეხვედრა გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში, იმერეთის განვითარების ცენტრის ბავშვთა დაცვისა და ადვოკატირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე უძღვებოდა.

მათივე ცნობით, სამუშაო ჯგუფის წევრებმა ბავშვთა უფლებების კოდექსის ამოქმედების შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა განახორციელოს.

"ბავშვთა უფლებების კოდექსი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა. კოდექსი მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებებს ბავშვთა საკითხებისადმი. ქუთაისის მერია ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს როგორც სამთავრობო სტრუქტურებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც განაპირობებს იმას, რომ კოდექსის მოქმედება იქნება მაქსიმალურად ეფექტური“, - განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ბავშვთა უფლებების კოდექსის ამოქმედება პირველ სექტემბრამდე გადავადდა.