რომან კაკულიამ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან ვიდეო ფორმატში შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან ვიდეოშეხვედრა გამართა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დღეს გამართულ ვიდეოშეხვედრაზე რომან კაკულიამ და კარლ ჰარცელმა პოსტკრიზისულ პერიოდში ევროკავშირთან ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის დახმარების იმ სეგმენტზე, რომელიც მაკროფინანსურ სტაბილურობას ემსახურება და ასევე, ინტეგრაციულ პროცესებზე ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და პროფესიული განათლება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე გამომწვევების ფონზე, აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა, რათა არ შენელდეს რეფორმები ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიც ენერგეტიკა, კერძოდ, ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული რეფორმები, სატრანსპორტო მიმართულები, საგზაო უსაფრთხოები, ასევე ნარჩენების მართვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებია. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს შავ ზღვასთან დაკავშირებული გამოწვევების კონტექსტში ევროკავშირთან თანამშრომლობის საჭიროებასა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებში შავი ზღვის ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობების ხელშემწყობის მნიშვნელობაზე.

„ამ საკითხებზე აქცენტის გაკეთება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ არსებული ფინანსური გამოწვევების ფონზე, შესაძლოა გართულდეს აღნიშნული რეფორმების წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელი ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზება. ამდენად, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, ტრანსფორმაციის პროცესებში ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ რომან კაკულიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა