მარია ზახაროვა - აშშ-მ დაკარგა მორალური უფლება, სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს

რუსეთს სურს ევროკავშირიდან, ნატო-დან, დიდი შვიდეულიდან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეადან აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კომენტარები მოისმინოს, - სააგენტო "ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნის შესახებ ბრალდებებისა და კრიტიკის ქარიშხალს აფრქვევენ, მათ აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც უნდა გააკეთონ კომენტარი.

„მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ევროკავშირი, ნატო, დიდი შვიდეული, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რიგი ქვეყნების მიმართ ბრალდებებისა და კრიტიკის ქარიშხალს ვხედავთ, არის ეს საჭირო თუ არა, ჩვენ გვსურს, მათი კომენტარის მოსმენა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც,“ - განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, აშშ-მ დაკარგა მორალური უფლება, სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს.

„დღეიდან მათ ამის მორალური უფლება აღარ აქვთ. ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ მათ ცოტა ხნის წინ დატოვეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, მათ შესაძლოა, წინასწარ განჭვრიტეს ეს შედეგი, ”- დასძინა მარია ზახაროვამ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს