ფოთში კორონავირუსზე 24 პირის პასუხს ელოდებიან

ფოთში კორონავირუსზე 24 პირის პასუხს ელოდებიან

ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის 24 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. აქედან 12 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელია, ოთხი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი, ხუთი კი თბილისში ერთ- ერთი ინფიცირებულის შესაძლო კონტაქტებია და 3 „ცხელების ცენტრის“ პაციენტი.

“ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაშია გაგზავნილი. კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი ,“- საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორა ნანა მხეიძემ .

ამასთან , ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, კლინიკის ბოქსირებულ პალატებში ცხელებით სამი პაციენტია მოთავსებული. მისივე თქმით, სამივე მათგანის ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა.