ზვიად კირტავა - მთავარია, ყველა მოქალაქემ გააცნობიეროს - თუ სწორად მოექცევა ჯანმრთელობას, სამუშაოს და ბიზნესსაც შეინარჩუნებს, თუ წესებს დაივიწყებს, ყველას და ყველაფერს რისკის ქვეშ დააყენებს

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ როცა ქვეყანა მეტ-ნაკლებად უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს, კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით სავარაუდოდ როგორი უნდა იყოს ერთი მხრივ საზოგადოების ოპტიმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ ახალ ვითარებაში სამედიცინო სფეროს საქმიანობა, ასევე საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი” ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, ექიმ ზვიად კირტავას ესაუბრა.

- ბატონო ზვიად, ვხედავთ, რომ პანდემიის გამო ჩვენში და სხვა ქვეყნებში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე თუ როგორ ვითარდება პროცესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსთან გავრცელებისა და თუ ბრძოლის თვალსაზრისით.

ვინაიდან ჩვენში რამოდენიმე დღეა კორონავირუსით დაავადებულთა საკმაოდ დიდი რიცხვები ფიქსირდება, კარგი იქნება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნახევრადპოსტპანდემიურ სიტუაციაში საფრთხეებსა და მათი პრევენციის თემებზე ვისაუბრებთ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღავნელმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ ბრძანა, რომ - „შემსუბუქების პროცესში მოსალოდნელი იქნებოდა ახალი შემთხვევების მატება, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის, რადგან პროცესი მართულია,“ მაგრამ რა დოზითაც არ უნდა იყოს ეს პროცესი მართული, ბევრი რამ უმეტეს წილად რომ საზოგადოების წევრებზეა დამოკიდებული, ფაქტია.

დაგიკავშირდით, რომ ჩვენმა მკითხველებმა თქვენგან მოისმინოს რჩევები იმაზე, ნახევრადპოსტპანდემიურ ვითარებაში, როცა საფრთხეები კიდევ არსებობს, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველამ ერთად შევძლოთ კრიზისთან უმტკივნეულოდ ადაპტაცია და საფრთხეეების მინიმუმამდე დაყვანა...

- არა მგონია, რომ მსოფლიო უკვე პოსტპანდემიურ პერიოდში იყოს. თუ ვნახავთ მსოფლიოში ახალი დღიური შემთხვევების რიცხვს, აშკარაა, რომ პიკი სწორედ ახლაა - დღიურად 110-125 ათასი ახალი შემთხვევა.

საბედნიეროდ, ჩვენთან 2 მაისის შემდეგ, როცა 367 აქტიური შემთხვევა გვქონდა, მდგომარეობა განუხრელად უმჯობესდებოდა და ზემოთდასახელებული ციფრი 30 მაისს 145-მდეც კი შემცირდა, ბოლო 10 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევები 1-6-ის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღე ორნიშნა ციფრს აღწევდა.

მართალია, ბოლო დღეებში გვაქვს ისევ მატება, 11-26-11, მაგრამ სრულად დავეთანხმები ბატონ ამირანს, რომ ეს წესით კრიტიკული არ უნდა გახდეს. ეს მოსალოდნელი იყო და ნამდვილად არ ნიშნავს, რომ აქაოდა, მეორე ტალღა დაიწყო... მაგრამ, გაგრძელდება თუ არა ვირუსით დაავადებულთა მატება, მართლაც მნიშვნელოვანწილად ჩვენზე, თითოეულ მოქალაქეზე არის დამოკიდებული. რამდენად სწორად გავითავისებთ იმას, რომ ახლა - საგანგებო მდგომარეობის და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ჩვენი პასუხისმგებლობაა განმსაზღვრელი და წესების ყურადღებით დაცვა კვლავაც აუცილებელია. რომ ამით პირველ რიგში ჩვენს ახლობლებს - ოჯახის წევრებს, მეგობრებს და თანამშრომლებს დავიცავთ და საზოგადოებას დავეხმარებით.

გაგრძელდება თუ არა ვირუსით დაავადებულთა მატება, მართლაც მნიშვნელოვანწილად ჩვენზე, თითოეულ მოქალაქეზე არის დამოკიდებული. რამდენად სწორად გავითავისებთ იმას, რომ ახლა - საგანგებო მდგომარეობის და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ჩვენი პასუხისმგებლობაა განმსაზღვრელი და წესების ყურადღებით დაცვა კვლავაც აუცილებელია

პატრიოტიზმი ხანდახან ჩვენგან სიცოცხლის გაწირვას კი არ მოითხოვს - არამედ, სწორედ ასეთი ყოველდღიური წესების დაცვით და პასუხისმგებლობით ყველა ჩვენთაგანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვას და მძიმე მდგომარეობიდან ქვეყნის მალე გამოყვანას.

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების უმეტესი ნაწილი მართლაც ცდილობს თუნდაც პოსტპანდემიურ ვითარებაში ტრანსპორტში თუ თავშეყრის სხვადასხვა ადგილებში დაიცვას დისტანცია და ქცევის წესები, არსებობს საფრთხე, რომ მოქალაქეებმა იმ სამსახურებში არ დაიცვან წესები, სადაც შეზღუდვების მოხსნის ვითარებაში საქმიანობა აღდგა.

რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც თუნდაც შეზღუდვების პირობებში შეუდგნენ საქმიანობას?

- დიახ. საფრთხე მართლაც არსებობს. და აქ ორი მიზეზია. ჯერ ერთი, ახლა ჩვენ მოგვიწევს ყოველდღიური ურთიერთობა გაცილებით მეტ ადამიანთან, - სამსახურებშიც და სამსახურამდე ტრანსპორტით სარგებლობისას, ვიდრე აქამდე. თუ ოჯახებში ჩვენ უკვე გამოვიმუშავეთ ქცევის კოდექსი და ხშირად ერთმანეთს ვახსენებდით, რა და როგორ გაგვეკეთებინა, არ დაგიმალავთ, ოჯახის წევრებისგანაც კი ხანდახან ოდნავ გამაღიზიანებელია მუდმივი შეხსენებები, ახლა ეს ცოტა უფრო რთული იქნება - ან იმდენად არავინ შეგვახსენებს, ან კიდევ უფრო გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს, არადა, თუ დავუკვირდებით - ეს საერთო საზრუნავია და არაფერია გასაღიზიანებელი.

მეორე მომენტი კი ისაა, რომ სოციალური დისტანცირება ჩვენგან მოითხოვს ჩვენს ჩამოყალიბებულ და ტრადიციულ სოციალურ ქცევებზე, დროებით მაინც, უარის თქმას - არავითარი გადახვევა, გადაკოცნა და ლანჩის დროს გვერდი-გვერდ დასხდომა და ხმამაღალი საუბრები. საერთოდ, ერთობლივი ლანჩი ყველაზე უფრო არასასურველი მგონია, ხოლო ახლო მანძილზე დიდხანს ხმამაღლა საუბარი, ისევე როგორც - სიმღერა - ვირუსის გადასაცემად ძალიან სახიფათო ვარიანტია.

დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება ნამდვილად გამართლებულია. რადგან თუ აქამდე ჩვენ ოჯახში მხოლოდ 3-4 ადამიანთან გვქონდა კონტაქტი. ახლა, სამსახურში თუ 10 თანამშრომელი ვართ, გამოდის ჩვენი პოტენციური მეორადი კონტაქტების რაოდენობა უკვე 30-40-მდე გაიზარდა.

დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება ნამდვილად გამართლებულია. რადგან თუ აქამდე ჩვენ ოჯახში მხოლოდ 3-4 ადამიანთან გვქონდა კონტაქტი. ახლა, სამსახურში თუ 10 თანამშრომელი ვართ, გამოდის ჩვენი პოტენციური მეორადი კონტაქტების რაოდენობა უკვე 30-40-მდე გაიზარდა

თითქოს თბილისში აღარ იყო ისეთი საფრთხე, მაგრამ საბურთალოს კლასტერის საფრთხემ მეტი სიფრთხილე უნდა შეგვძინოს. ოფისებში უეჭველად კარგი იქნება სანიტაიზერების შეძენა, და გამოსაჩენ ადგილებში დაბეჭდილი შეხსენებები - ხშირად ხელის დაბანის გამოყენების სარგებლის შესახებ.

ამავდროულად გავიგე, რომ დიდი დაწესებულებები, მაგალითად, საქართველოს ბანკი, კვლავაც მრავალი თანამშრომლისთვის ძალაში ტოვებს სახლიდან დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას. რაც ნამდვილად კარგია.

ალბათ, კარგა ხნის განმავლობაში მოგვიწევს ვირუსის განმეორებითი პიკების საფრთხის ქვეშ ყოფნა და მოქნილი სამუშაო რეჟიმები ნამდვილად დაგვეხმარება. შეიძლება რომელიმე სამსახურს გამოადგეს თანამშრომელთა ცვლების გამოყენება, მაგალითად პირველი ცვლა - 10-დან 2 საათამდე, ხოლო მეორე ცვლა - 3-დან 7-მდე. ან რომელიმე დღეებში ოფისში მხოლოდ თანამშრომელთა ერთი ჯგუფი იმუშავებს, სხვები კი სხვა დღეებში გამოვლენ. ეს სამსახურშიც შეამცირებს კონტაქტების რაოდენობას და ტრანსპორტის ნაკლებ დატვირთვასაც გამოიწვევს.

ალბათ, კარგა ხნის განმავლობაში მოგვიწევს ვირუსის განმეორებითი პიკების საფრთხის ქვეშ ყოფნა და მოქნილი სამუშაო რეჟიმები ნამდვილად დაგვეხმარება

ამაზე დაწესებულებების უფროსები უნდა დაფიქრდნენ, გასაგებია, რომ ზოგ ადამიანს სამსახურში ყოფნა მოენატრა კიდეც, მაგრამ აშკარაა, რომ მომავალში სულ უფრო მეტი დაწესებულება გადავა დისტანციური მუშოობის ჰიბრიდულ ვარიანტზე, რაც ოფისის ქირის ხარჯებსაც შეამცირებს, ტრანსპორტზე დროსაც დაგვიზოგავს და მეტ კომფორტსაც მისცემს მას, ვისაც ოფისი მართლაც საქმისთვის ჭირდება და არა სოციალური კონტაქტირებისთვის.

ვინც სამსახურთან ახლოს ცხოვრობს, ყველანაირად ჯობს, ტრანსპორტის გამოყენებას თავი აარიდოს და ფეხით იაროს - ძალიან დეტრენირებულები გავხდით ყველა ამ იძულებითი სახლში ყოფნისას და მზის სხივებიც დაგვაკლდა, რაც აუცილებლად გვჭირდება.

ოფისებში სასურველია ხშირად სივრცის განიავება და თათბირების ჩატარებისას დისტანცირების წესის მკაცრად დაცვა. თუმცა, მარტო სამსახურებს ნუ ჩავთვლით საფრთხის შემცველ ადგილებად.

ოფისებში სასურველია ხშირად სივრცის განიავება და თათბირების ჩატარებისას დისტანცირების წესის მკაცრად დაცვა. თუმცა, მარტო სამსახურებს ნუ ჩავთვლით საფრთხის შემცველ ადგილებად

შაბათს ერთ სახლთან დაახლოებით 40-მდე ადამიანი დავინახე. დაკრძალვა იყო, დისტანცია მათ შორის - 20-30 სმ. პირბადე არც ერთს არ ეკეთა. უმრავლესობა ძალიან გაცხოველებით ესაუბრებოდა მონატრებულ ნაცნობ-მეგობრებს. ადამიანურად ძალიან მესმის მათი, მაგრამ თუ ყველა ასე მოვიქცევით, სამი თვის განმავლობაში მიღწეულ ფენომენალურ შედეგი შეიძლება დიდწილად წყალში გადავყაროთ... რისთვის? მიცვალებულის ჭირისუფალი თუ დაინფიცირდა, ან ჩვენ თავად, - ეს გარდაცვლილის პატივისცემაში და ქართული ტრადიციების ვაჟკაცურ დაცვაში ჩაგვეთვლება?

- სოფელ მუშევანის პრობლემამ დაგვანახა, რომ ვირუსის გავრცელების დონე უკავშირდება ამ სოფლის მცხოვრებლების მხრიდან სამედიცინო პერსონალის რჩევებისა და ხელისუფლების მოთხოვნების მიმართ რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას.

სოციალურ ქსელში მოქალაქეები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ როგორც პანდემიის, ისე პოსტპანდემიურ ვითარებაში წესების დაცვით მაინცადამაინც სხვა რეგიონებიც არ გამოირჩევიან. სამკვირვებელთა ნაწილი რეგიონებში ამგვარ ვითარებას სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს უკავშირებს.

რას ურჩევდით ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც სოფლად ცხოვრობს და სასოფლო სამეურნეო საქმიანობითაა დაკავებული?

- სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს, რა თქმა უნდა, არავინ აკრძალავს. პირიქით, რაც შეიძლება მეტად უნდა დაეხმაროს ხელისუფლება ფერმერებს, რომ ქვეყანა ასეთ კრიტიკულ წელს სასურსათო კუთხით რაც შეიძლება უკეთ უზრუნველყოფილი იყოს. გზა მხოლოდ ერთია - სოფლებში და კერძოდ ბოლნისსა და მარნეულში - მაცხოვრებლების სამედიცინო/ეპიდემიოლოგიური განათლება, განმარტება, აგიტაცია... დაჟინებითი, ისევ და ისევ. ჩვენ ახლა მუშევანში ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს არსებული არაინფორმირებულობის და უპასუხისმგებლობის შედეგებს ვიმკით.

ჩვენ ახლა მუშევანში ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს არსებული არაინფორმირებულობის და უპასუხისმგებლობის შედეგებს ვიმკით

თან არა მგონია, გავრცელება სასოფლო სამუშაოებთან იყოს დაკავშირებული. უფრო მეტად - საპირველმაისოდ და შემდეგაც საერთო პურ-მარილთან და დღეობებთან... მე მგონი, ახლა თავადაც დაინახეს, რომ მეზობელ სოფლებში, სადაც რჩევებს უფრო გულდასმით მოეკიდნენ, ავადმყოფობისგანაც თავი გადაირჩინეს და მოსავალიც უკეთ მოიწიეს.

ისე, მუშევანში, როგორც ბატონმა ამირანმა განაცხადა, უკვე ყველა ტესტირებულია და 75-მა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი, ასე რომ, მალე ალბათ, ეგ კლასტერი აღარ იქნება აქტიური.

- როგორც გაირკვა, “საბურთალოს კლასტერის“ გაჩენის მიზეზი აღმოჩნდა ქალბატონი, რომელიც თავად მუშაობს სამედიცინო სფეროში.

ბატონმა ამირან გამყრელიძემ ბრძანა - „სამედიცინო პერსონალი თვეში ორჯერ იტესტებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, სამედიცინო დაწესებულებები მოეშვნენ.“ არადა, გვახსოვს, რომ საგანგებო ვითარებაშიც კი საკმაოდ მაღალი იყო დაინფიცირებულ მედიკოსთა წილი.

გასაგებია, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებში ვითარება გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე ჩვენთან. როგორც ჩანს, სამედიცინო პერსონალის თვეში ორჯერ ტესტირება, საკმარისი აშკარად არაა.

სავარაუდოდ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ სამედიცინო პერსონალის ვირუსისგან დაცვა ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე ახლა ჩანს?

- რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, უფრო ნაკლები მედიკოსი რომ იყოს ინფიცირებული, რადგან თითოეული მათგანის დაავადება ორმაგად არასასურველია, მათი ჩანაცვლების გარეშე ხომ პაციენტთა მოვლაც გართულდება. ხოლო თუ დიდი ხნის განმავლობაში მედიკოსის ინფიცირება ვერ დადგინდა, ეს უკვე საავადმყოფოში მისული პაციენტების ინფიცირების საფრთხე ზრდის და ძალიან ცუდია.

მაგრამ, არ მგონია, რომ ამ მხრივ საქართველო განსაკუთრებით ცუდ მაჩვენებელს აფიქსირებდეს. თუ არ ვცდები, სულ 70-80 მედიკოსი იყო ინფიცირებული, რაც შემთხვევათა 9-10%-ია. იტალიაში და ესპანეთშიც 10% იყო, ხოლო ამერიკაში - იქაური СDC მიხედვით - 10-დან 20%-მდე, გერმანიაში ნაკლები - 3-4%.

ვირუსით ინფიცირების შანსი განსაკუთრებით იზრდება ინფიცირებულთან ხშირი, ახლო და განმეორებითი კონტაქტის დროს, როცა მაღალია ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა, ე.წ. ვირუსული დატვირთვა.

არაა გამორიცხული, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალის შედარებით მაღალი დაინფიცირება იმასაც უკავშირდებოდეს, რომ მათ ზოგჯერ არ ჰქონდათ სწორი ინფორმაცია სავარაუდო ინფიცირებულთან კონტაქტზე - იყო შემთხვევები, როდესაც ავადმყოფები სხვა სიმპტომებით, მაგალითად გულის შეტევით ან მაღალი წნევით აფიქსირებდნენ ბრიგადის გამოძახებას. და ამ დროს მედიკოსები სპეციალური დამცავი კომბინიზონის გარეშე მიდიოდნენ.

თუმცა, რასაკვირველია, უგულისყურობა და წესების დაუცველობაც არ გამოირიცხება. სამწუხაროდ, სამედიცინო პროფესია და სერტიფიკატი ყოველთვის ავტომატურად არ ნიშნავს წესების ბრწყინვალედ დაცვას და საუკეთესო სამოქალაქო პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, მედიკოსთა ტესტირება თუ უფრო ხშირად მოხდება, უკეთესია.

რასაკვირველია, უგულისყურობა და წესების დაუცველობაც არ გამოირიცხება. სამწუხაროდ, სამედიცინო პროფესია და სერტიფიკატი ყოველთვის ავტომატურად არ ნიშნავს წესების ბრწყინვალედ დაცვას და საუკეთესო სამოქალაქო პასუხისმგებლობას. მედიკოსთა ტესტირება თუ უფრო ხშირად მოხდება, უკეთესია, მაგრამ

მაგალითად, ინგლისში სპეციალისტები მოუწოდებენ, რომ მედპერსონალის ტესტირება კვირაში ერთჯერ ჩატარდეს, თუმცა ეს იქაც ჯერ ვერ ხერხდება. ამერიკის ზოგიერთ შტატში, მაგალითად არიზონაში, ერთი თვის წინათ ჯერ კიდევ არ ხდებოდა ექიმების სავალდებულოდ ტესტირება. ხოლო რუსეთში ექიმთა მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, ხშირად მათ ტესტირებას მაინც არ უკეთებენ, მაშინაც კი, როცა უკვე კოვიდ-19 სიმპტომები აქვთ. ამაზე BBC-ც წერდა და The Moscow Times-იც. ვფიქრობ, ხშირ ტესტირებაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია სპეციალური ეკიპირების, სოციალური და ფიზიკური დისტანცირების წესების სწორად და განუხრელად დაცვა. თუ ექიმი ან ექთანი სამსახურში წესებს იცავს, ხოლო სახლში - არა, ესეც სერიოზული შეცდომაა.

ხშირ ტესტირებაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია სპეციალური ეკიპირების, სოციალური და ფიზიკური დისტანცირების წესების სწორად და განუხრელად დაცვა. თუ ექიმი ან ექთანი სამსახურში წესებს იცავს, ხოლო სახლში - არა, ესეც სერიოზული შეცდომაა

- ამ თვალსაზრისით ტურიზმთან დაკავშირებით დაწყებული და გადადგმული ნაბიჯებიც აქტუალურია. ეკონომიკის მინისტრმა ქალბატონმა ნათია თურნავამ განაცხადა - „მიუხედავად ყველა გამოწვევისა ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო.“

არა მგონია, ამის საწინააღმდეგი ვინმეს რამე ჰქონდეს. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ტურისტულ სექტორში მსოფლიოში პოსტპანდემიის პირობებში, ჩვენი მინისტრის განცხადება ზედმეტად ოპტიმისტურადაც კი გამოიყურება.

როგორც გაირკვა, კახეთში კორონავირუსის ერთეული შემთხვევის მიზეზი აღმოჩნდა ტრაილერის მძღოლი, რომელიც რუსეთიდან იყო ჩამოსული. ეს შემთხვევა იმაზე მიუთითებს, რომ არა მარტო რუსეთიდან ჩამოსულ მძღოლებზე და ტურისტებზე უნდა იყოს საკმაოდ მკაცრი კონტროლი, რომ გამოირიცხოს საქართველოში პანდემიის აფეთქების შესაძლებლობა.

ვიცით, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ტურისტებისთვის სპეციალურ ე.წ. „პროტოკოლს“ ამზადებს, მაგრამ ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ ამ ორგანიზაციის რეკომენდაციები პანდემიის პიკის დროს კი მთლად გამართული და ეფექტური ბევრ ქვეყანაში არც ყოფილა.

თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანაში სავტომობილო გზით, ანაც საჰაერო გზით შემოსული ტურისტების ნაკადმა, თუ ასეთი იქნა, პანდემიის აფეთქება არ გამოიწვიოს?

- ეკონომიკის მინისტრს დავეთანხმები იმაში, რომ საქართველოსთვის ტურიზმის ინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ ეს საქართველოს მშპ-ს 10%-ზე მეტს იძლეოდა, ტურიზმი მნიშვნელოვანია სხვა სექტორების - ტრანსპორტის, კვების მრეწველობის, აგრობიზნესის, ადგილობრივი მრეწველობის და მრავალი სერვისებისათვის, ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც.

ვფიქრობ, საქართველოს მიერ ბოლო წლებში ძალიან შთამბეჭდავი მიღწევები - ევროპის 20 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად, ხოლო ახლახანს - ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქალაქად თბილისის დასახელება, ის, რომ „ფორბსი“ პოსტკოვიდურ ხანაში 7 პოტენციურად საუკეთესო ტურისტულ მიმართულებაში საქართველოს ასახელებს, 2020 წლის პირველ კვარტალშიც კი ჩამოსულთა კმაყოფილების ძალიან მაღალი მაჩვენებელი - 91% კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილი, - ნამდვილად პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის. მით უფრო, რომ მრავალ სხვა ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველომ კორნავირუსთან ბრძოლაში საუკეთესო შედეგები აჩვენა.

ტურიზმის გამოცოცხლების გეგმა კარგად გათვლილია. მაგრამ არა მგონია, რომ წელს სერიოზულ მაჩვენებლებზე გასვლა მოხერხდეს. ევროპელები თავადაც საკმაოდ ფრთხილები იქნებიან, ხოლო ამჟამად რუსი ტურისტების მოზიდვა, მე ეპიდემიოლოგიურად არ მგონია გამართლებული. განსაკუთრებით - ინდივიდუალური ტურიზმის სახით.

ტურიზმის გამოცოცხლების გეგმა საკმაოდ კარგად გათვლილია. მაგრამ არა მგონია, რომ წელს სერიოზულ მაჩვენებლებზე გასვლა მოხდეს. ევროპელები თავადაც საკმაოდ ფრთხილები იქნებიან, ხოლო ამჟამად რუსი ტურისტების მოზიდვა, მე ეპიდემიოლოგიურად არ მგონია გამართლებული. განსაკუთრებით - ინდივიდუალური ტურიზმის სახით

წელს კარგი იქნება, შიდა ტურიზმის აქტიური რეკლამირება მოხდეს და ჩვენ მოვახერხოთ თანამემამულეთა სასტუმროების მხარდაჭერაც და შედარებით იაფად დასვენებაც. უცხოელ ტურისტებთან მიმართებაში, ვფიქრობ, მათ სამშობლოშივე ჩამოსვლამდე 1 დღით ადრე ან ჩამოსვლისთანავე PCR ტესტი უნდა გაუკეთდეთ, სასტუმროში თერმოსკრინინგი ყოველდღე ჩატარდეს და წასვლამდე PCR ისევ გადამეორდეს.

თურქეთმა ტურიზმის ნაცვლად დაიწყო სამედიცინო ტურიზმის ამოქმედება. იქნებ გვეცადა მათთან სპეციალური ხელშეკრულების გაფორმება, რომ მომხდარიყო ევროპელი ტურისტებისათვის ორმაგი პაკეტის შეთავაზება - სამედიცინო ტურიზმი თურქეთში + ერთკვირიანი დასვენება საქართველოში.

თურქეთმა ტურიზმის ნაცვლად დაიწყო სამედიცინო ტურიზმის ამოქმედება. იქნებ გვეცადა მათთან სპეციალური ხელშეკრულების გაფორმება, რომ მომხდარიყო ევროპელი ტურისტებისათვის ორმაგი პაკეტის შეთავაზება - სამედიცინო ტურიზმი თურქეთში + ერთკვირიანი დასვენება საქართველოში

ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ თურქეთთან კარგი ავიამიმოსვლის პირობებში არაა გამორიცხული, რომ პაციენტი, (რომელიც ხშირად სულაც არ არის მძიმე პაციენტი და გამოსაკვლევად შეიძლება იყო ჩასული) ან მისი თანმხლები პირები თურქეთში სამედიცინო ტურის შემდეგ ბათუმში ან თბილისში ერთკვირიან ვიზიტს გადააბამენ. თურქეთის მხარის დაინტერესება ამ დროს მათი ავიაკომპანების კარგად დატვირთვა იქნებოდა.

ეკონომიკის მინისტრის ამბიციური გეგმა არარეალური ნამდვილად არ მგონია, ოღონდ სამომავლო პერსპექტივაში. მაგრამ ისიც მართალია, წელს თუ დავიწყებთ და სეზონს კარგად ჩავატარებთ თუნდაც საშუალო დატვირთვით, მაგრამ ექსცესების გარეშე, ეს სამომავლო აღმავლობისთვის ძალიან კარგი ნიშანი იქნება, რაზეც ზემოთხსენებული მსოფლიო ტურიზმის მიმოხილვები კიდევ უფრო ხშირად დაწერენ.

სამწუხაროდ, არავითარი გარანტიები არ არის, რომ ტურიზმის დაშვებისას შემოტანილი შემთხვევების 100%-ით არიდებას შევძლებთ. თუმცა, თუ ტურისტები იმ ქვეყნებიდან იქნებიან, სადაც ახლა ეპიდემოლოგიური მდგომარეობა შედარებით წყნარია, რამდენიმე შემთხვევა არც იქნება სამართავად სერიოზული პრობლემა.

სამწუხაროდ, გარანტიები არ არის, რომ ტურიზმის დაშვებისას შემოტანილი შემთხვევების 100%-ით არიდებას შევძლებთ... მთავარია, რომ ტურისტებს ჩამოსვლისას ჰქონდეთ ჩართული Covid მობილური აპლიკაცია და მათი მოძრაობა ორგანიზებულად ხდებოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში კონტაქტების დადგენა არ გაძნელდეს

მთავარია, რომ ტურისტებს ჩამოსვლისას ჰქონდეთ ჩართული Covid მობილური აპლიკაცია და მათი მოძრაობა ორგანიზებულად ხდებოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში კონტაქტების დადგენა არ გაძნელდეს.

გასათვალისწინებელია, რა ხდება, თუ პირველი PCR ტესტი უარყოფითი იყო, ხოლო მეორე - დადებითი. ასეთ შემთხვევაში ხომ ტურისტის საკარანტინოდ დატოვება მოგვიწევს და მის მიერ გადახდილ თანხაზე მეტი, შეიძლება, სახელმწიფოს ხარჯი დაუჯდეს, ეს ვარიანტი იურიდიულად და ფინანსურად გასათვლელია.

გასათვალისწინებელია, რა ხდება, თუ პირველი PCR ტესტი უარყოფითი იყო, ხოლო მეორე - დადებითი. ასეთ შემთხვევაში ხომ ტურისტის საკარანტინოდ დატოვება მოგვიწევს და მის მიერ გადახდილ თანხაზე მეტი, შეიძლება, სახელმწიფოს ხარჯი დაუჯდეს, ეს ვარიანტი იურიდიულად და ფინანსურად გასათვლელია

საერთოდ კი, ტრანსპორტის გახსნა იქნება, ტურიზმის, სავაჭრო მოლების თუ რესტორნების, ყველაფერს ახლავს გარკვეული რისკი, მაგრამ ამის გარეშე ეკონომიკური კოლაფსი ქვეყანას ისევე დაანგრევს, როგორც პანდემია.

ამიტომ მოგვიწევს ასეთი ცდებისა და შეცდომების მეთოდით ცხოვრება, და წინსვლა ასეთი პრინციპით - „ორი ნაბიჯი წინ, გაჩერება, მდგომარეობის გადამოწმება, და შეიძლება, - ნაბიჯი უკან“ და ისევ თავიდან...

მთავარია, რომ ყველა მოქალაქე თავის სამუშაო ადგილზე იყოს მაქსიმალურად პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი და აცნობიერებდეს, რომ თუ სწორად მოიქცევა, ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებს და ბიზნესსაც, ხოლო თუ წესებს დაივიწყებს, ყველას და ყველაფერს რისკის ქვეშ დააყენებს, პირველ რიგში კი თავის ოჯახს და საკუთარ ბიზნესს...

- რამდენად შესაძლებელია, რომ კორონავირუსის პირველ ტალღას მოჰყვეს მეორე და როგორ ფიქრობთ, მეორე ტალღა უფრო დამაზიანებელი იქნება თუ არა? გვექნება რაიმე დაცვის საშუალებები? ვაქცინა? წამალი? ან ჯოგური იმუნიტეტი?

- მეორე ტალღა, სავარაუდოდ, იქნება. უფრო სწორედ, კორონავირუსი მსოფლიო რუკიდან წელს, ალბათ, არ გაქრება, უბრალოდ, მიგრაციას გააგრძელებს. თუ დავაკვირდებით, პირველი ტალღა ჩინეთიდან და აზიის ქვეყნებიდან წამოვიდა დასავლეთით - ირანსა და ევროპაში და ახლა პირველ ადგილზე ამერიკაა, მეორეზე - ბრაზილია, ხოლო ევროპაში შემთხვევები მცირდება და შეზღუდვების მოხსნა ხდება. იმედია, ზაფხულის თვეებში ევროპა და ამერიკაც მოახერხებენ ინფიცირების კონტროლირებას ან სულაც ეპიდემიის ჩაქრობას. მეორე ტალღა, შეიძლება, ლათინური ამერიკიდან დაიწყოს - ანუ, სამხრეთის ნახევარსფეროს იმ ქვეყნებიდან, სადაც ახლა ზამთარია. ვირუსი ახლა იქედან შეეცდება გავრცელდეს და მიაღწიოს პანდემიის სტატუსს. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს არ მოხდეს - და მეორე ტალღა გაცილებით სუსტი აღმოჩნდეს.

ვაქცინა შეიძლება მეორე ტალღისთვის უკვე იყოს, და თან რამდენიმეც. პრობლემა ისაა, რამდენად მოესწრება მეორე ტალღამდე ვაქცინის უსაფრთხოების კვლევები, რომელიც, როგორც წესი დროში გაწელილი პროცესია. შეიძლება ვაქცინის ეფექტურობა უკვე დადასტურებული იყოს და რიგმა ქვეყნებმა მძიმე მდგომარეობის გამო ითხოვონ გადაუდებელი საჭიროების გამო სწრაფი გამოყენების დაშვება. ყველაზე მეტად, ეს ბრაზილიას დაჭირდება. წამლებიდან დიდ იმედებს რემდესევირზე და ტოცილიზუმაბზე ამყარებენ და წამლების კლინიკური გამოცდები იქნებ, ვაქცინაზე უფრო ადრე დასრულდეს.

მეორე ტალღის საშიშროება იმაშია, რომ დროში კორონავირუსი ახლა შეიძლება გრიპის გავრცელებას დაემთხვეს და რთული გასარჩევი იქნება, როდის გრიპთან გვექნება საქმე და როდის - კორონავირუსთან.

პრობლემა ისაა, რამდენად მოესწრება მეორე ტალღამდე ვაქცინის უსაფრთხოების კვლევები, რომელიც, როგორც წესი, დროში გაწელილი პროცესია

თუმცა მეორე მხრივ, სოციალური და ფიზიკური დისტანცირების, ასევე პირადი ჰიგიენის საჭიროება მსოფლიო მოსახლეობამ იმდენად კარგად აითვისა, რომ იმედია, ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება. გრიპის ვაქცინირებაზეც, ალბათ, ნაკლები აგიტაცია იქნება საჭირო. საერთოდ, შეჩვეული ჭირი უფრო ადვილია და მეორე ტალღის გავრცელების პიკები ალბათ, უფრო სუსტი იქნება. თანაც ვრცელდება მონაცემები, რომ ვირუსის ახალი შტამები იმდენად აგრესიული აღარ არის. ასე რომ, მეორე ტალღის მთავარი პრობლემები მაინც უფრო ეკონომიკის მიმართულებით უნდა ვეძებოთ და არა - ჯანდაცვის სფეროში.

რაც შეეხება პოპულაციურ, ან ჯოგურ იმუნიტეტს, არა მგონია, რომ ამ წელს ეს ფაქტორი სერიოზულად დაგვეხმაროს. პოპულაციური იმუნიტეტი, მაგალითად, წითელას დროს მაშინ მიიღწევა, თუ მოსახლეობის 90%-ს გადატანილი ან აცრილი აქვს წითელა. ამ რიცხვის 80%-მდე ჩამოსვლისას უკვე მოსალოდნელია ახალი ეპიდემია.

პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად, ალბათ, საჭიროა, რომ მოსახლეობის 65-70%-ს მაინც ჰქონდეს გადატანილი დაავადება. ეს რიცხვი, კი როგორც ანტისხეულების კვლევები აჩვენებს გაცილებით დაბალია, ამერიკაში ანტისხეულები ტესტირებულთა 14-21%-ს დაუდასტურდა, თანაც იყო კითხვები ტესტების სანდოობასა და ტესტირების ჩატარების მეთოდოლოგიაზე.

ყველაზე „ღიად“ დარჩენილ შვედეთში ანტისხეულების მქონე პირების რაოდენობა მხოლოდ 7%-ია, ისიც დედაქალაქში - სტოკჰოლმში, ხოლო სხვა ქალაქებში 3-4%-ს არ აჭარბებს. არც ისაა ცნობილი, რამდენად გარანტირებული და მყარია იმუნიტეტი იმ პირებში, რომელთაც ანტისხეულები უდასტურდებათ.

ასე რომ, მყარ პოპულაციურ იმუნიტეტამდე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შორია, და მას მხოლოდ ვაქცინის გამოყენება თუ მოიტანს. უფრო მეტი იმედი შეიძლება სხვა ფენომენზე გვქონდეს - ჯვარედინ იმუნიტეტზე.

მყარ პოპულაციურ იმუნიტეტამდე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შორია, და მას მხოლოდ ვაქცინის გამოყენება თუ მოიტანს. უფრო მეტი იმედი შეიძლება სხვა ფენომენზე გვქონდეს - ჯვარედინ იმუნიტეტზე

- ეს რა არის, ტუბერკულოზის ვაქცინის - ბცჟ- წყალობით განვითარებული იმუნიტეტი?

- არაა გამორიცხული, რომ ეგეც. თუმცა ახლახანს, გაცილებით უფრო სერიოზული „კანდიდატები“ გამოჩნდნენ - ეს არის კორონავირუსთა ჯგუფის სხვა შტამები.

კორონავირუსთა ჯგუფში ძირითადად 7 შტამს განიხილავენ. აქედან ყველაზე ცნობილია - SARS - რომლის ეპიდემია ჩინეთში 2002-2003 წლებში იყო, MERS – 2008 წელი, - საუდის არაბეთში და ამჟამად SARS-CoV-2, ანუ СOVID-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი.

თუმცა არის კიდევ ე.წ. ადამიანის კორონავირუსის HCoVs ოთხი შტამი (229E, NL63, OC43, and HKU1), რომლებიც სეზონური (არასპეციფიური) გრიპის ანუ „ზოგადი გაციების“ (Common cold) სახელით ცნობილ ინფექციას იწვევენ. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (СDC) ინფორმაციით ამ ნაკლებად ვირულენტური კორონავირუსების ერთ-ერთ (ან რამდენიმე) ტიპს ადამიანების უმრავლესობა სიცოცხლეში ერთხელ მაინც გადაიტანს ხოლმე. დამახასიათებელი ნიშნებია - სურდო, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, ცხელება, ხველა, ზოგადი სისუსტე. იშვიათად - ბრონქების ან ფილტვების დაზიანება.

ბოლო თვის განმავლობაში მეცნიერთა, სულ მცირე, ორმა ჯგუფმა დაადასტურა, რომ არსებობს გარკვეული ჯვარედინი იმუნიტეტი კოვიდ-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსის (SARS-Cov-2) მიმართ იმ პირებში, რომელთაც, სავარაუდოდ, გადატანილი აქვთ ადამიანის კორონავირუსის (HCoVs) ზემოთჩამოთვლილი შტამებით გამოწვეული სეზონური (არასპეციფიური) გრიპის ანუ „ზოგადი გაციების“ (Common cold) სახელით ცნობილი ინფექცია.

თანაც ერთმა, ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა ეს ჯვარედინი იმუნიტეტი უჯრედულ დონეზე - ლიმფოციტებში დაადასტურა, მეორე ინგლისელ მეცნიერთა ჯგუფმა კი, რომელთა შესწავლა კი უკვე ანტისხეულებს ეხებოდა - აღმოაჩინა, რომ სეზონური გრიპის გადატანილ პირების შრატში არის ისეთი ანტისხეულები, რომელთაც შეუძლიათ კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსის ნეიტრალიზაცია.

დასაშვებია ვიფიქროთ, რომ სეზონური გაციების გადამტანებს, თანაც არა მარტო წელს, არამედ წინა 2-3 წელიწადში გადატანილებს, შეიძლება ჰქონდეთ კოვიდ-19-ის მიმართ იმუნიტეტი - თუ სრული არა, ნაწილობრივი მაინც.

მეორე ტალღის საშიშროება იმაშია, რომ დროში კორონავირუსი ახლა შეიძლება გრიპის გავრცელებას დაემთხვეს და რთული გასარჩევი იქნება, როდის გრიპთან გვექნება საქმე და როდის - კორონავირუსთან

ეს კვლევები ჯერ ერთეულია და დადასტურებას მოითხოვს, მაგრამ თუ თუ კოვიდ-19-ის და სეზონური გაციების გამომწვევ კორონავირუსებს შორის ჯვარედინი იმუნიტეტის არსებობა საბოლოოდ დადასტურდა, ამას რიგი პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება. კერძოდ, იქნებ, სწორედ ამ სეზონური გაციების შემთხვევებმა - მათ შორის წინა წლების ინფექციებმა - განაპირობოს გარკვეული პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება კოვიდ-19-ის მიმართ.

არც ისაა გამორიცხული, რომ როცა სწრაფი ტესტებით ანტისხეულების აღმოჩენა ხდება, ეს ანტისხეულები არა იმდენად კოვიდ-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსის მიმართ არის გამომუშავებული, არამედ სეზონური გაციების შტამების მიმართ არსებული ანტისხეულების ჯვარედინი რეაქტიულობის ფენომენია. ეს კიდევ ერთი მიზეზია, ანტისხეულების სწრაფ ტესტების სანდოობას (რომელთა რაოდენობა მსოფლიოში 200-ს აჭარბებს) სიფრთხილით მოვეკიდოთ.

ბავშვებში, განსაკუთრებით საბავშვო ბაღების და დაბალი კლასების მოწაფეთა ასაკში, სეზონური გაციების შემთხვევები უფრო მეტია და მათი ნაწილი ზოგჯერ ისე იოლადაც კი მიდის, რომ საერთოდაც არაა ამოცნობილი. სამაგიეროდ, ამ დროს შეძენილი ჯვარედინი იმუნიტეტი შეიძლება იყოს ის დამცველი ფარი, რაც ბავშვების უმრავლესობას (თუმცა - არა ყველას) იცავს კოვიდ-19 ინფექციის როგორც განვითარებისგან, ასევე - მძიმე ფორმებისგან.

ცნობილია, რომ ზოგი ადამიანი არ დაინფიცირდა, მიუხედავად ოჯახის წევრ ინფიცირებულთან დიდი ხნის და მჭიდრო კონტაქტისა. მიზეზი აქაც შეიძლება ადრე გადატანილი სეზონური კორონავირუსული გაციება ყოფილიყო, რომელიც ამ ოჯახის მხოლოდ ზოგიერთ პირს, შეიძლებოდა, ჰქონოდა გადატანილი, რამაც იქნებ ამჯერად მათ კოვიდ-19-სგან დაცვა განაპირობა.

თუ ეს შესაძლებელია, საინტერესო იქნებოდა თბილისში, და საქართველოში, ბოლო წლებში სეზონური გაციების გამომწვევი კორონავირუსების მიმართ ანტისხეულების შესწავლა. იქნებ, სწორედ ამ, შედარებით სუსტი ვირუსებით ინფიცირებამ განაპირობა ჩვენი მოსახლეობის ნაწილის კოვიდ-19-სგან უკეთესი დაცვა, და ერთხელ კიდევ დადასტურდეს ცნობილი გამოთქმა - „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს!“

ასე რომ, მყარ პოპულაციურ იმუნიტეტამდე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შორია, და მას მხოლოდ ვაქცინის გამოყენება თუ მოიტანს. უფრო მეტი იმედი შეიძლება სხვა ფენომენზე გვქონდეს - ჯვარედინ იმუნიტეტზე

- გასული კვირას მოსკოვში ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით კვლავ გაკეთდა განცხადებები. რატომ აქვთ პრობლემა რუსებს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით?

- ერთი მიზეზი ისაა, რომ მათ სურთ საკუთარ მოსახლეობაში განამტკიცონ შეთქმულების თეორია, რომ ამერიკა საქართველოში საშიშ ექსპერიმენტებს ატარებს და ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებს, რომ მერე რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს.

თანაც ეჭვი და შიში დათესონ საქართველოს მოსახლეობაში - მსგავსი სტატიების და ოფიციალური განცხადებების პერიოდული გამოქვეყნებით ისინი საკუთარი მედია საშუალებებით (სპუტნიკი, რაშათუდეი) ჩვენი მოქალაქეების ნაწილსაც უნერგავდნენ ანალოგიურ ეჭვებს და შიშებს და ამით საქართველოში ანტიამერიკული და პრორუსული განწყობების გაღვივებას ცდილობდნენ.

ახლა საქართველოს მოსახლეობამ და რუსეთის მოსახლეობამაც, თვალნათლივ დაინახა, რამდენად სასიცოცხლოდ აუცილებელი ყოფილა ლუგარის ლაბორატორიის არსებობა საქართველოსთვის, როდესაც ნებისმიერ ინფექციაზე ეჭვმიტანილს საქართველოში ჯერ 24 საათის განმავლობაში, ხოლო მალე - უკვე 6 საათშიც კი PCR ოქროს სტანდარტის ტექნოლოგიით ტესტირების პასუხს აცნობებდნენ, რისთვისაც პრეზიდენტ ტრამპსაც კი 2 დღე მოცდა დაჭირდა, ხოლო რუს ექიმებს - 11 დღეზე მეტი...

მეორე მიზეზი კი უფრო მარტივია - რუსებს არ აწყობთ ნებისმიერი მეზობელი ქვეყნის წარმატებული განვითარება, მით უფრო თუ ამ განვითარებაში ამერიკელები და სხვა დასავლელი პარტნიორები გვეხმარებოდნენ. ძალიან უჭირთ იმის დაჯერება, რომ საქართველო ასეთ მძიმე ბრძოლაში წარმატებული აღმოჩნდა. უფრო წარმატებული, ვიდრე თავად რუსეთი. ამის საკუთარი მოსახლეობისთვის ახსნაც უჭირთ.

დასაშვებია ვიფიქროთ, რომ სეზონური გაციების გადამტანებს, თანაც არა მარტო წელს, არამედ წინა 2-3 წელიწადში გადატანილებს, შეიძლება ჰქონდეთ კოვიდ-19-ის მიმართ იმუნიტეტი - თუ სრული არა, ნაწილობრივი მაინც

სწორედ ამიტომ ახლა წამოიწყეს იმის მცდელობა, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და ლუგარის ლაბორატორია „შეამოწმონ“. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ბატონი ამირან გამყრელიძე რუს სპეციალისტებს დიდი ხანია ეპატიჟებოდა ლუგარის ლაბორატორიაში ჩამოსასვლელად. მაგრამ, არა გენადი ონიშჩენკოს, ან რუს გენერლებს, რომლებიც პოლიტიკური მესიჯბოქსების გამაჟღერებლები არიან და არა ობიექტური ექსპერტები და შემფასებლები.

საინტერესო იქნებოდა თბილისში, და საქართველოში, ბოლო წლებში სეზონური გაციების გამომწვევი კორონავირუსების მიმართ ანტისხეულების შესწავლა. იქნებ, სწორედ ამ, შედარებით სუსტი ვირუსებით ინფიცირებამ განაპირობა ჩვენი მოსახლეობის ნაწილის კოვიდ-19-სგან უკეთესი დაცვა, და ერთხელ კიდევ დადასტურდეს ცნობილი გამოთქმა - „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს!“

გასაგებია, რომ ასეთი არაობიექტური დამკვირვებლები წინასწარგამზადებული „შეფასებებით“ ჩამოვლენ. ამიტომ ბატონი ამირანის მოთხოვნა, რომ ვიზიტი დასავლელი პარტნიორების, მათ შორის შვეიცარლების თანდასწრებით განხორციელდეს და ყოველგვარი გენერლების გარეშე, აბსოლუტურად სწორ პირობად მიმაჩნია.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი”

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო