ესპანეთში ბოლო რამდენიმე დღეა კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

ბოლო რამდენიმე დღეა, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მათ შორის, არც ბოლო 24 საათის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 27 127 ადამიანს შეადგენს.

რაც შეეხება დაინფიცირების ახალ შემთხვევებს, მათი რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 137 ადამიანით გაიზარდა და 239 932 გახდა.

ბოლო ერთ კვირაში, საავადმყოფოში 243 პაციენტი მოხვდა, რომელთაგან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულია 11 პაციენტი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა