ფოთში გამოკვლეულ 24 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში გამოკვლეულ 24 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ სამი პირს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ჰოსპიტლის დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, სამივე პაციენტი, რომელთაც ტემპერატურა აღენიშნებოდათ, სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ შეიყვანეს.

„ჩვენ მივიღეთ სამი პირის ანალიზის პასუხი. ესენი არიან - 17 წლის ბიჭი, 24 წლის და 20 წლის ქალბატონები ფოთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს „კოვიდ19“ არ დაუდასტურდა. ისინი ბოქსირებულ პალატებში იყვენენ მოთავსებული და ცხელება აღენიშნებოდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“ , – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ფოთიდან ლაბორატორიაში ,,პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 21 პირის შედეგი უარყოფითია. მათივე ცნობით, გამოკვლეულებს შორის, 12 ცენტრის თანამშრომელია, 4 საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი, 5 კი თბილისში ერთ-ერთი ინფიცირებულის შესაძლო კონტაქტია.

შესაბამისად, საერთო ჯამში, ფოთში გამოკვლეული 24 პირიდან კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა.