ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" ახლობლები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ და 15:00 საათამდე ვადას აძლევენ

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" ახლობლები საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს დღეს, 15:00 საათამდე დროს აძლევენ, რათა მინდია გორაძის თურქეთის საპატიმროდან ექსტრადირება მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი სარფის საბაჟო - გამშვები პუნქტის პიკეტირებას მოახდენენ. მათი თქმით, თეა წულუკიანისგან კონკრეტულ განმარტებას მოითხოვენ.

ბათუმში იუსტიციის სახლის შენობასთან მინდია გორაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, უკვე ორი დღეა კარავი აქვთ გაშლილი. პროტესტის ნიშნად 15 პირი კი შიმშილობს.

ცნობისთვის, ე.წ კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. მსჯავრდებულს ქურდული სამყაროს წევრობა ედება ბრალად. მისი ადვოკატის თქმით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს