ბათუმის მერია - „ბათუმის წყლის“ სპეცტექნიკა ზღვის არხების გაწმენდით სამუშაოებს რეგულარულ რეჟიმში ყოველდღიურად აწარმოებს

ბათუმის მერია - „ბათუმის წყლის“ სპეცტექნიკა ზღვის არხების გაწმენდით სამუშაოებს რეგულარულ რეჟიმში ყოველდღიურად აწარმოებს

„ბათუმის წყლის“ სპეცტექნიკა ზღვის არხების გაწმენდით სამუშაოებს რეგულარულ რეჟიმში ყოველდღიურად აწარმოებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით, ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. უკვე გაწმენდილია ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, მეჯინისწყლისა და ჟილინის სანიაღვრე არხები. ნალექის გამტარიანობის უზრუნველსაყოფად წინასწარ გაიწმინდა სანიაღვრე ჭებიც.

მიმდინარე პროცესს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცნო.

„ღია სანიაღვრე არხები ბათუმის სანიაღვრე სისტემების გამართული მუშაობის, ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელია ნაწილია. ამ არხებში ხდება ქალაქის მასშტაბით სანიაღვრე წყლების შეგროვება და ზღვაში გადინება. იმასთვის, რომ ზღვაში წყალმა თვითდინებით გაედინოს, „ბათუმის წყლის“ სპეც-ტექნიკა რეგულარულ რეჟიმში ყოველდღიურად აწარმოებს, ზღვის არხების გაწმენდით სამუშაოებს”, - აცხადებს მარიკა გვიანიძე.