ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" მხარდამჭერ აქციაზე ოთხმა ადამიანმა პირი ამოიკერა

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის იგივე "ლავასოღლის" ოჯახის წევრები და ახლობლები ბათუმის ქუჩებში საპროტესტო აქცია-მსვლელობას აწყობენ. ისინი საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს კიდევ ერთდღიან ვადას აძლევენ, რათა მინდია გორაძის თურქეთის საპატიმროდან საქართველოში ექსტრადირება მოხდეს. აქციის მონაწილე 15 წევრი შიმშილს აგრძელებს, ხოლო ოთხმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

ბათუმის იუსტიციის სახლთან, აქციის მონაწილეთა ნაწილს კარავი აქვთ გაშლილი. როგორც მინდია გორაძის დამ ჟურნალისტებს განუცხადა, თავად მსჯავრდებული გორაძე თურქეთის საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ცნობისთვის, მინდია გორაძე თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება, მას ქურდულ სამყაროს წევრობაში ედება ბრალი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს