მაია მელიქიძისა და დემურ ჩომახიძის წიგნი "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური საფუძვლები" 8 ენაზე ითარგმნა

მაია მელიქიძისა და დემურ ჩომახიძის ავტორობით გამოცემული წიგნი "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური საფუძვლები" 8 ენაზე ითარგმნა. წიგნი გამოქვეყნდა 2019 წელს ინგლისურ ენაზე გერმანული საგამომცემლო სახლის Lambert Publishing-ის მიერ. ამავე გამომცემლობამ წიგნი სრულიად უსასყიდლოდ შემდეგ ენებზე თარგმნა: გერმანული, ფრანგული, რუსული, ესპანური, იტალიური, ბრაზილიური, თურქული, უკრაინული.

წიგნი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება, განახლებადი ენერგიების განვითარების პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული კვლევის შედეგები, მიმდინარე სიტუაციის შეფასება ენერგეტიკული თვალსაზრისით და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები. წიგნი ორი ნაწილისგან შედგება. პირველში აღწერილი მიღწევები და არსებული გამოწვევები; მეორეში კი - განვითარების ფუნდამენტური პრინციპები.

წიგნის ერთ–ერთი ავტორი მაია მელიქიძე განმარტავს, რომ წიგნში განხილული თემები მარტივი, გასაგები ენით არის გადმოცემული, რამაც მასზე მოთხოვნა გაზარდა და თარგმნის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა.

„წიგნში განხილულია საქართველოს ენერგოსისტემასთან დაკავშირებული საკითხები, აღნიშნული ინფორმაცია ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, ვინაიდან ითვალისწინებს განვითარებადი ქვეყნის გადასვლას ევროპულ, განვითარებული ქვეყნის პრინციპებზე. აღწერილია ის მეთოდოლოგია, რომლის გამოყენებითაც უმტკივნეულად მიმდინარეობს ეს პროცესი, რაც ბევრი ქვეყნის გასავლელია მსოფლიოში და ერთგვარი მაგალითია იმ თანმიმდევრული ნაბიჯებისა, რომელთა გავლაც გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ ეს წიგნი საკმაოდ მოთხოვნადი გახდა და ის არაერთ ენაზე ითარგმნა,“ – განმარტავს მაია მელიქიძე.

მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ფინანსების პროგრამის ხელმძღვანელია. ის მუშაობს განახლებადი ენერგიების კვლევაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. Executive MBA-ის კვალიფიკაცია მიღებული აქვს ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, გლობალური სტრატეგიული მენეჯმენტის მიმართულებით.

დემურ ჩომახიძე ეკონომიკის მეცნიერებებათა დოქტორი, პროფესორი და რამდენიმე სამეცნიერო აკადემიის წევრია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ის არის მრჩეველი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა