ბათუმში, მოძრაობის „შემახე ამნისტია“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმში, მოძრაობის „შემახე ამნისტია“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმში, სამოქალაქო მოძრაობა "შემახე ამინისტიას" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე საპყრობილეში მყოფი პირების ახლობლები და ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილები.

მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ ფართომასშტაბიანი ამნისტიის აქტი გამოიცეს. მათი განცხადებით, ამნისტია პედოფილიისთვის ბრალდებულებს ან დაკავებულებს არ უნდა შეეხოს.

"ვუერთდები აქციის მოთხოვნას. სოციალური ქსელით გავიგე და ჩემი მეგობრის გამო გამოვედი, რომელიც ვთვლი, რომ შერჩევითი სამართლის მსხვერპლია. ყველა პატიმარი იმსახურებს მეორე შანსს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თეონა შალიკაშვილმა.

ცნობისთვის, მოძრაობის წევრები აქციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აანონსებენ.