გერმანიის მთავრობა - რუსეთი „დიდი შვიდეულიდან“ ყირიმის ანექსიის გამო გაირიცხა და მისი კლუბში დაბრუნების საფუძველი არ არსებობს

რუსეთი „დიდი შვიდეულიდან“ ყირიმის ანექსიის გამო გაირიცხა და ახლა მისი კლუბში დაბრუნების საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.

„სპეციალურად რუსეთთან მიმართებით 2014 წლიდან მოქმედებს გადაწყვეტილება, რომ მაშინდელი ფორმატის - „დიდი რვიანის“ შეხვედრები ტარდება „დიდი შვიდეულის“ ფორმატში და ამ გადაწყვეტილების საფუძველი ნარჩუნდება, ვინაიდან, ის მიღებულია ყირიმის ანექსიის გამო, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ის ახლაც გრძელდება“ , - განაცხადა ზაიბერტმა.

მისი თქმით, რუსეთის ხელთ არის შესაძლებლობა, რომ დაასრულოს ეს ვითარება.

ამავდროულად, ზაიბერტმა განაცხადა, რომ სამიტის თარიღთან და სტუმრებთან დაკაშირებული გადაწყვეტილების მიღების საკითხი „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყნის კომპეტენციაშია, რომელსაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა