გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა 11 ივნისის ჩათვლით აკრძალულია

ქუთაისის შემოვლითი გზის III ლოტის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2020 წლის 4 ივნისი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, სამუშაოების დასრულება აღნიშნულ ვადაში ვერ ესწრება და საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა გაგრძელდეს 2020 წლის 11 ივნისის ჩათვლით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის, ნიკეას ქუჩის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის და გეგუთის სატრანსპორტო კვანძის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს