ეკატერინე ტიკარაძე - ჩემთვის საყოველთაო ჯანდაცვა არის „ქართული ოცნების“ ის მონაპოვარი, რომელიც ეკუთვნის ხალხს

ჩემთვის საყოველთაო ჯანდაცვა არის „ქართული ოცნების“ ის მონაპოვარი, რომელიც ეკუთვნის ხალხს და ეს არის სახელმწიფოს განაცხადი, რომ ის მზად არის, თავის ყველა მოქალაქეს გაუწიოს მომსახურება ჯანდაცვაში და შეისყიდოს ჯანდაცვის სერვისები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ჯანდაცვის ბიუჯეტს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილია.

„ეს არის ჩვენი მოქალაქეების მიერ შენატანებით მოგროვილი ბიუჯეტი და შესაბამისად მე ნამდვილად ვთვლი, რომ სახელმწიფოს თითოეული რგოლი და პირველ რიგში, ჯანდაცვის მინისტრი მათ შორის არის ვალდებული, ეს თანხები განკარგოს რაციონალურად და მნიშნელოვანია ასევე, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს გამჭვირვალე ის თანხები, რომელსაც ისინი იხდიან თითოეულ კლინიკაში“,- აღნიშნა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, 520-დადგენილებაზე მუშაობის დაწყებისას არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა.

„იყო ძალიან დიდი არაერთგვაროვნება კლინიკების ფასებს შორის და ასევე ეს პროცესი იყო ძალიან გაუმჭვირვალე. იყო შემთხვევები, როდესაც ერთი ოპერაცია ერთ კლინიკაში ღირდა 7 500, ხოლო მეორე კლინიკაში 35 500. რა თქმა უნდა, ეს ბადებდა გარკვეულ კითხვებს და ჩვენ კლინიკებთან პროცესი დავიწყეთ ძალიან გამჭვირვალედ, როდესაც მათგან პირველ რიგში, მოვითხოვეთ ყველა ის დანახარჯი, რომელიც მონაწილეობდა ამ ფასწარმოქმნაში. ჩვენ მივიღეთ მათგან გარკვეული ინფორმაცია, ნაწილი ინფორმაციის მოპოვება ვერ და არ მოხერხდა, ვინაიდან მათ ამაზე უარი განაცხადეს. პარალელურ რეჟიმში ჩვენ გვქონდა ურთიერთობა ფინანსთა სამინისტროსთანაც და არსებობს იმის ბერკეტები, რომ გამჭვირვალედ ვნახოთ, თუ რა დანახარჯებთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა „დიარჯის სისტემაზეც“ გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ის კითხვებს არ ბადებს, რადგან მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემა ფინანსურ ანგარიშსწორებას ამ სისტემაში ახდენს.

„მე ვერ დავიჯერებ, რომ რომელიმე ჩვენი მოქალაქისთვის მიუღებელი იყოს მათ მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხების რაციონალური დახარჯვა და ასევე იმ გამჭვირვალობის შეთავაზება, რომელსაც სახელმწიფო მას სთავაზობს. მან უნდა იცოდეს, ოპერაციის შემთხვევაში რა გადასახადის წილს იხდის სახელმწიფო, რა არის მისი წილი, ასე რა არის პალატის და ექიმის ჰონორარის ოდენობა, რომელსაც კერძო სექტორი მათგან ითხოვს. სწორედ ამას ემსახურება 520-ე დადგენილება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტოს პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა