თელავში, გურჯაანში, ახმეტასა და სიღნაღში მთის ფონდის ფარგლებში 1 400 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

წელს კახეთის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში: თელავში, გურჯაანში, ახმეტასა და სიღნაღში მთის ფონდის ფარგლებში 1 400 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურმა აცნობა.

მათი ცნობით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ თეთრიწყლებში იმყოფებოდნენ, სადაც გზის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

"ვიმყოფებით თელავის მაღალმთიან სოფელ თეთრიწყლებში, სადაც 500 000 ლარამდე ღირებულების გზის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. ყოველ წელს ასეთ სოფლებში ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. დღეს, ვესწრებით გზის მშენებლობის პროცესს, რომელიც გასულ წელს დაგებულ გზას შეუერთდება. ამავდროულად, ამ სოფელში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიას, ახალგაზრდებისთვის მოეწყო ღია სავარჯიშო სივრცე, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს მაღალმთიანი სოფლების ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

"მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, აქტიურ ფაზაში გადავიდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, 1050 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ თეთრიწყლებში, მთის ფონდის დაფინანსებით, მომავალი წლისთვის რჩება დაახლოებით 1 კმ. სიგრძის მონაკვეთის მოწყობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფელ თეთრიწყლებში საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მოწესრიგებული", - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა