რომან კაკულია დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს 2020 წლის საარჩევნო სისტემის შეცვლის თაობაზე, მიიღებენ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საარჩევნო სისტემის შეცვლის თაობაზე მიღებული იქნება.

როგორც კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებებს თავად მხარს უჭერს.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები იყოს მიღებული. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვუჭერდი და დავუჭერ, რადგან საქართველოში დიდი ხანია დრო დადგა, პოლიტიკურმა ძალებმა ლეგიტიმაცია თავიანთი იდეების საშუალებით მოიპოვონ და არა ვინმესთან ბრძოლის საშუალებით. ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტ ლეგიტიმაციას შემოიტანს. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა