ლევან კობერიძე - ყველამ უნდა შეასრულოს მათ მიერვე დადებული პირობა და საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდეს - თუ არ გავა, ორივე მხარის პასუხისმგებლობა იქნება

თუ "ქართულ ოცნებას" არ უნდა საარჩევნო ცვლილების კანონი ჩააგდოს, ჩვენი ხმები გარანტირებული აქვს ამ კანონპროექტს. აბსოლუტურად საკმარისი ხმები გროვდება იმისთვის, რომ ეს კანონი გავიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტს ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" მხარს უჭერენ.

"ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ იმ ვალდებულებას, რაც ავიღეთ და ჩვენი ხელმოწერით დავადასტურეთ, შევასრულებთ.შესაბამისად, ჩვენი ხმები გარანტირებული აქვს ამ კანონპროექტში ცვლილებას. რაც შეეხება იმ ძალებს, რომლებმაც პოლიტიკური ბადბინტონის საგნად გახადეს ეს ყველაფერი, ვფიქრობ, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს, პირველ რიგში, თავისსავე დადებულ პირობას და ის ბოლომდე შეასრულოს. მე ვფიქრობ, რომ აქ ზედმეტი ინსინუაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთმანეთის დადანაშაულება მიდიოდეს, ვის დაბრალდება ამ კანონპროექტის შესაძლო ჩაგდება, ვფიქრობ, რომ უადგილოა. ეს კანონი თუ არ გავა, ეს იქნება ორივეს პასუხისმგებლობა, მათ შორის, თუ "ქართულ ოცნებას" არ უნდა ეს კანონი ჩააგდოს, ჩვენი ხმები გარანტირებული აქვს ამ კანონპროექტს. აბსოლუტურად საკამარისი ხმები გროვდება იმისათვის, რომ ეს კანონი გავიდეს. ას რომ, ვფიქრობ, ზედმეტია პოლიტიკური კინკლაობა ამ თემაზე. ეს გადაწყვეტილება ბოლომდე უნდა გავიდეს, რადგან ეს ქვეყნის სტაბილურობის ინტერესია", - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა