ეკატერინე ტიკარაძე - პარლამენტში მივალ, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური შოუ - პასუხისმგებლიანი და კანონმორჩილი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია

პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური შოუ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმით, რომ პარლამენტში არ მივიდა, რეგლამენტი არ დაურღვევია.

„პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ.

მე არა როგორც მინისტრი, არამედ, როგორც ზოგადად, მოქალაქე, ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ისევე როგორც კანონმორჩილი. აქედან გამომდინარე, მე გავიარე კონსულტაცია იურისტებთან, შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა