ნათია თურნავა - ბიუჯეტი, რომელიც პარლამენტში შევა, ასახავს ყველა იმ ცვლილებას, რაც გაცხადებული იყო ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ანტიკრიზისული ბიუჯეტი პარლამენტში დადგენილ ვადებში შევა და ის ასახავს ყველა იმ ცვლილებას, რაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იყო გაცხადებული.

მისივე ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტი შეეხება როგორც მიკროგრანტებს, ასევე „აწარმოე საქართველოს“ პროგრამებს, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა დაპირებას, დახმარების პროგრამებს, სოციალურ პროგრამებსა და სხვას.

„ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ბიუჯეტის ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტორსთან და პრემიერის ოფისთან ერთად. დადგენილ ვადებში ბიუჯეტი შევა პარლამენტში, ის ასახავს ყველა იმ ცვლილებას რაც იყო გაცხადებული ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში. მათ შორის, გაზრდილი ბიუჯეტი მიკროგრანტებისთვის, (40 მილიონამდე ვზრდით მიკროგრანტებს მცირე ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის), გაზრდილი ბიუჯეტი „აწარმოე საქართველოს“ პროგრამებისთვის, სოციალური დაპირებებისთვის, დახმარების პროგრამებისათვის. ბიუჯეტი დროულად შევა პარლამენტში არსებული ვადების დაცვით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა