პოლიციამ მოსკოვში ორი პირი დააკავა, რომელიც აშშ-ის საელჩოს შენობაზე საპროტესტო ბანერის გაკვრას ცდილობდა

პოლიციამ მოსკოვში ორი პირი დააკავა, რომელიც აშშ-ის საელჩოს შენობაზე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდამჭერი ბანერის გაკვრას ცდილობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

„მემარცხენე ბლოკის“ ორი აქტივისტი ცდილობდა აშშ-ის საელჩოს შენობაზე გაეკრა ბანერი წარწერით : „სამართალი ფლოიდისთვის“, ორივე მათგანი დაკავებულია,“ - განუცხადა „ტასს“ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის ათობით ქალაქში ერთ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, გარდაცვალებას აპროტესტებენ და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ. ფლოიდი მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციის მიერ დაკავების დროს გამოჩენილი ძალადობის შედეგად შეუძლოდ გახდა და მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა